FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ

article  10

საქართველოსა და მესამე ქვეყნის ერთობლივი პროექტის შედეგები.
1. ამ კანონის მე-9 მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პერიოდში მოქცეული თითოეული წლის დასრულებიდან  3 თვის განმავლობაში სამინისტრომ იმავე მუხლის შესაბამისად უნდა მოამზადოს წერილობითი შეტყობინება. ამ შეტყობინებაში მითითებული უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია:
    ა) შესაბამისი დანადგარის მიერ მთელი წლის განმავლობაში განახლებადი წყაროებიდან წარმოებული ელექტროენერგიის საერთო რაოდენობის შესახებ, რომელიც ამ კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად  მომზადებული შეტყობინების საგანი იყო;
    ბ) მთელი წლის განმავლობაში იმ დანადგარის მიერ განახლებადი წყაროებიდან წარმოებული ელექტროენერგიის რაოდენობის შესახებ, რომელიც უნდა აისახოს საქართველოს ეროვნული საერთო სამიზნე მაჩვენებლის მიმართ, ამ კანონის მე-9 მუხლის თანახმად მომზადებული და გაგზავნილი შეტყობინების პირობების შესაბამისად;
    გ) ამ კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებთან შესაბამისობის მტკიცებულების შესახებ.
2. საქართველოს მთავრობამ შეტყობინების მიზნით წერილი უნდა გაუგზავნოს ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს და იმ მესამე ქვეყანას, რომელმაც შეითანხმა ერთობლივი პროექტი ამ კანონის მე-9 მუხლის მე-5 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ

article  10

3. სამიზნე მაჩვენებლების ამ კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასებისთვის, რომელიც ეროვნულ საერთო სამიზნე მაჩვენებლებს შეეხება, განახლებადი წყაროებიდან წარმოებული ელექტროენერგიის რაოდენობა, რომლის შესახებ შეტყობინებაც ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად მომზადდა და გაიგზავნა, უნდა დაემატოს განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის რაოდენობას, რაც გაითვალისწინება საქართველოს შესაბამისობის შეფასების დროს.