Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
დასაქმების ხელშეწყობის შესახებ article 21 სამუშაოს მაძიებლის შესახებ მონაცემების დამუშავება. 1. ამ კანონით გათვალისწინებული სამუშაოს მაძიებლის შესახებ მონაცემები მისი დასაქმების ხელშეწყობის მიზნით ინახება შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში. 2. პირის სამუშაოს მაძიებლად რეგისტრაციისას აუცილებელია, მან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განაცხადოს თანხმობა მისი პერსონალური მონაცემების ამ კანონის მიზნებისთვის დამუშავებაზე. 3. სააგენტო ვალდებულია მის ხელთ არსებული შრომის ბაზრისა და დასაქმების ხელშეწყობის ღონისძიებების შედეგების თაობაზე ინფორმაცია (სტატისტიკური მონაცემები) წინასწარ, შეთანხმებული შინაარსითა და ფორმატით წარუდგინოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს. 4. სააგენტოს მიერ წარმოებული მონაცემთა რეესტრი მოიცავს: ა) სამუშაოს მაძიებლის საიდენტიფიკაციო დოკუმენტით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მისი რეგისტრაციის თარიღს და დასაქმების ვადას; ბ) ინფორმაციას სამუშაოს მაძიებლის დასაქმების მიზნით განხორციელებული დასაქმების ხელშეწყობის ღონისძიებების შესახებ; გ) ინფორმაციას დამსაქმებლისა და მის მიერ სამუშაოს მაძიებლისთვის შეთავაზებული ვაკანსიის თაობაზე, აგრეთვე ინფორმაციას ამ ვაკანსიისთვის მოთხოვნილი პროფესიის, კვალიფიკაციისა და უნარ-ჩვევების შესახებ; დ) ინფორმაციას შრომის ბაზარზე სამუშაოს მაძიებელთა სტრუქტურის თაობაზე; |
დასაქმების ხელშეწყობის შესახებ article 21 ე) ინფორმაციას სამუშაოს მაძიებლის მოკლევადიანი პროფესიული საგანმანათლებლო კურსის შესახებ; ვ) სხვა ინფორმაციას, რომელიც აუცილებელია ამ კანონის მიზნების მისაღწევად. 5. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ამუშავებს სააგენტოს მიერ მიწოდებულ შრომის ბაზრისა და დასაქმების ხელშეწყობის ღონისძიებების შედეგების თაობაზე ინფორმაციას, მას შრომის ბაზრის ყოველწლიური ანგარიშის ფარგლებში წარუდგენს საქართველოს მთავრობას და უზრუნველყოფს ამ ინფორმაციის საჯაროობას. 6. სააგენტო უზრუნველყოფს სამუშაოს მაძიებლის შესახებ მონაცემების დამუშავების პროცესის პერსონალურ მონაცემთა დაცვის მარეგულირებელ საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობას. |