Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 4
ნავთობისა და გაზის შესახებ article 12 ნავთობისა და გაზის ხელშეკრულების პირობები. 1. სააგენტოსა და ინვესტორს შორის დადებული ნებისმიერი ხელშეკრულება უნდა მოიცავდეს: ა) ხელშეკრულების ვადის დაყოფას კვლევისა და პროდუქციის წარმოების პერიოდებად; ბ) წინასწარ შეთანხმებული სამუშაოების (სეისმური კვლევები, ჭაბურღილების ბურღვა და სხვა) მინიმალურ მოცულობას და დასახარჯი თანხის ოდენობას; გ) ხარჯების ანაზღაურებისა და პროდუქციის განაწილების პირობებს; დ) ნავთობისა და გაზის საბაზრო ფასისა და საკომპენსაციო ნავთობის ღირებულების განსაზღვრის წესს; ე) მოპოვებულ ნავთობსა და გაზზე საკუთრების უფლებას; ვ) ნავთობისა და გაზის ოპერაციების განსახორციელებლად შექმნილი საოპერაციო კომპანიის იურიდიულ სტატუსს, ფუნქციებსა და მოვალეობებს; ზ) ბონუსების განსაზღვრას, ბონუსის და სხვა გადასახადების გადახდის პირობებს; თ) ნავთობისა და გაზის საბადოების ძებნა-ძიებისა და შეფასების პროექტების, საერთო და წლიურ სამუშაოთა პროგრამების შედგენის და დაფინანსების ვადებსა და წესებს; ი) ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიებისა და შეფასების სამუშაოების მინიმალური მოცულობების შესრულების ვალდებულებას და მისი გადასინჯვის წესს; კ) ფართობის შეკვეცის ვალდებულებას; |
ნავთობისა და გაზის შესახებ article 12 ქ) სალიკვიდაციო სამუშაოთა ჩატარების პირობებს; ღ) დაზღვევის პირობებს; ყ) ფორსმაჟორის შემთხვევაში შესასრულებელ მოვალეობებს; შ) დავათა განხილვის წესს; ჩ) გეოლოგიური სამუშაოებისათვის საჭირო დოკუმენტების შედგენის წესებს; ც) წიაღში არსებული ნავთობისა და გაზის მარაგების ოდენობის განსაზღვრის, მოპოვებული, წიაღში დარჩენილი და დაკარგული ნავთობისა და გაზის ოდენობის და ხარისხის აღრიცხვის წესებს; ძ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ საბუღალტრო აღრიცხვის თავისებურებებს; წ) ინვესტორის მიერ რეგულირების საფასურის გადახდის ვალდებულებას. 11. ხელშეკრულება შეიძლება შეიცავდეს სხვა დებულებებსაც, რომლებიც ითვალისწინებს ჩასატარებელი კონკრეტული სამუშაოების თავისებურებებს და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. 12. ხელშეკრულება არ შეიძლება ითვალისწინებდეს სახელმწიფოს სახელით ფინანსური ან/და ქონებრივი ვალდებულების აღებას, რომელიც სცილდება ამ კანონის რეგულირების სფეროს. 2. ხელშეკრულებაში ცვლილებები შეიტანება მხოლოდ მხარეთა წერილობითი შეთანხმებით, თუ ამ ცვლილებებით არ ირღვევა ხელშეკრულების და შესაბამისი ლიცენზიის პირობები. |
ნავთობისა და გაზის შესახებ article 12 3. თუ ამ კანონის ამოქმედების შემდეგ საკანონმდებლო აქტებით შეიცვლება ან დადგინდება პირობები, რომლებიც გააუარესებს ნავთობისა და გაზის ოპერაციების სუბიექტის ეკონომიკურ მდგომარეობას, ხელშეკრულებაში შეიძლება შეტანილი იქნეს ცვლილებები, რის შედეგადაც ეს სუბიექტი მიიღებს შესაბამის კომპენსაციას, რათა არ მოხდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული მისი ეკონომიკური პირობების გაუარესება. გამონაკლისს წარმოადგენს გარემოს და კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და საწარმოო უსაფრთხოების მოთხოვნებთან დაკავშირებული ცვლილებები. 4. ნავთობისა და გაზის ხელშეკრულების ან/და სახელმწიფოს სახელით გაცემული ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის შესაბამისად ნავთობისა და გაზის ოპერაციებით (საქმიანობით) მოპოვებული ნავთობი და გაზი სახელმწიფოს და ინვესტორის საკუთრებაა. |
ნავთობისა და გაზის შესახებ article 12 ლ) ნავთობისა და გაზის საბადოთა მოწყობისა და დამუშავების პროექტების ან/და ტექნოლოგიური სქემების, საერთო და წლიურ სამუშაოთა პროგრამების შედგენის და დაფინანსების ვადებსა და წესებს; მ) ნავთობისა და გაზის მოპოვების შეთანხმებულ მოცულობას, რომელიც შემდეგ დაზუსტდება დამტკიცებული ტექნოლოგიური სქემის ან პროექტის შესაბამისად, აგრეთვე ვალდებულებებს საბადოთა მოწყობის სამუშაოების მინიმალური მოცულობის შესახებ, მოპოვებისა და ჭაბურღილების ექსპლუატაციის დაწყების, აგრეთვე სხვა სამუშაოთა შესრულების ვადებს; ნ) თანმდევი გაზის გამოყენების ვალდებულებას; ო) ნედლეულის ტრანსპორტირების პირობებს; პ) საბადოთა ათვისების თავისებურებებს; ჟ) ნავთობისა და გაზის მოპოვებისათვის შექმნილ და გამოყენებულ ქონებაზე საკუთრების უფლებას; რ) წიაღით სარგებლობისას მიღებულ (მოპოვებულ) გეოლოგიურ ინფორმაციაზე საკუთრების უფლებას; ს) წარმოების ნარჩენების, წიაღისეული და ჩამდინარე წყლების წიაღში ჩაშვების სახეებს, მოცულობებს და სათანადო სამუშაოთა განხორციელების პირობებს; ტ) გარემოსა და ობიექტების საწარმოო უსაფრთხოების დაცვის ვალდებულებებს; უ) საერთო ინფრასტრუქტურის ობიექტების გამოყენების წესებსა და პირობებს; ფ) ხელშეკრულების პირობებისა და ლიცენზიით მინიჭებული უფლება-მოვალეობების შესრულების კონტროლის მექანიზმს; |