Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 5
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ article 10 თითოეულ ერთეულზე დაჩქარებული სანებართვო ან/და სარეგისტრაციო მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის განაკვეთები და მომსახურების ვადები. 1. (ამოღებულია - 24.12.2013, №1831); 1-1. (ამოღებულია - 24.12.2013, №1831); 1-2. (ამოღებულია - 24.12.2013, №1831); 1-3. (ამოღებულია - 24.12.2013, №1831); 3. იარაღისა და საბრძოლო მასალის გადატანა-გადაზიდვის ან გადაგზავნის ნებართვის თაობაზე განაცხადის იარაღისა და საბრძოლო მასალის გადატანა-გადაზიდვის ან გადაგზავნის ნებართვის თაობაზე განაცხადის შეტანიდან 4 სამუშაო დღის განმავლობაში გაცემისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასურებია: ა) ერთ ერთეულ იარაღზე – 70 ლარი; ბ) ერთ ერთეულ საბრძოლო მასალაზე (გლუვლულიანი იარაღის ვაზნაზე) – 0,04 ლარი; გ) ერთ ერთეულ საბრძოლო მასალაზე (ხრახნილლულიანი იარაღის ვაზნაზე) – 0,06 ლარი; დ) ერთ კილოგრამ საბრძოლო მასალაზე (დენთზე) – 1 ლარი. 31. სასიგნალო იარაღის ან/და ვაზნის გადატანა-გადაზიდვისა და გადაგზავნის ნებართვის მიღების თაობაზე განცხადების წარდგენიდან 4 სამუშაო დღის განმავლობაში ნებართვის გაცემისთვის დაჩქარებული მომსახურების საფასურებია: ა) ერთ ერთეულ სასიგნალო იარაღზე – 70 ლარი; ბ) ერთ ერთეულ ვაზნაზე – 0,04 ლარი. |
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ article 10 4. საქართველოს მოქალაქეზე სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და გაზის (აირის) იარაღის, მისი/მათი ძირითადი ელემენტების ან/და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის ან საქართველოდან გატანის (გარდა ტრანზიტისა და რეექსპორტისა) ნებართვის თაობაზე განაცხადის შეტანიდან 4 სამუშაო დღის განმავლობაში გაცემისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასური ერთ ერთეულ იარაღზე ან მის ერთ ერთეულ ძირითად ელემენტზე არის 40 ლარი, ხოლო ერთ ერთეულ საბრძოლო მასალაზე (ვაზნაზე) – 0,1 ლარი. 41. უცხო ქვეყნის მოქალაქეზე სანადირო ან სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის ან/და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის და საქართველოდან გატანის ნებართვის თაობაზე განაცხადის შეტანიდან 4 სამუშაო დღის განმავლობაში გაცემისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასური ერთ ერთეულ იარაღზე არის 40 ლარი, ხოლო ერთ ერთეულ საბრძოლო მასალაზე (ვაზნაზე) – 0,1 ლარი. 42. უცხო ქვეყნის მოქალაქეზე საქართველოში შეძენილი სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და გაზის (აირის) იარაღის საქართველოდან გატანის ნებართვის თაობაზე განაცხადის შეტანიდან 4 სამუშაო დღის განმავლობაში გაცემისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასური ერთ ერთეულ იარაღზე არის 40 ლარი. |
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ article 10 43. საქართველოს მოქალაქეზე სასიგნალო იარაღის ან/და ვაზნის საქართველოში შემოტანის ან საქართველოდან გატანის (გარდა ტრანზიტისა და რეექსპორტისა) ნებართვის მიღების თაობაზე განცხადების წარდგენიდან 4 სამუშაო დღის განმავლობაში ნებართვის გაცემისთვის დაჩქარებული მომსახურების საფასური ერთ ერთეულ იარაღზე 40 ლარია, ხოლო ერთ ერთეულ ვაზნაზე – 0,1 ლარი. 44. უცხო ქვეყნის მოქალაქეზე სასიგნალო იარაღის ან/და ვაზნის საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის ნებართვის მიღების თაობაზე განცხადების წარდგენიდან 4 სამუშაო დღის განმავლობაში ნებართვის გაცემისთვის დაჩქარებული მომსახურების საფასური ერთ ერთეულ იარაღზე 40 ლარია, ხოლო ერთ ერთეულ ვაზნაზე – 0,1 ლარი. 45. უცხო ქვეყნის მოქალაქეზე საქართველოში შეძენილი სასიგნალო იარაღის საქართველოდან გატანის ნებართვის მიღების თაობაზე განცხადების წარდგენიდან 4 სამუშაო დღის განმავლობაში ნებართვის გაცემისთვის დაჩქარებული მომსახურების საფასური ერთ ერთეულ იარაღზე 40 ლარია. 5. დახურული ან/და ნახევრად დახურული ტირის, სასროლეთის ან/და სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვის თაობაზე განაცხადის შეტანიდან 30 სამუშაო დღის განმავლობაში გაცემისთვის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთია 350 ლარი. |
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ article 10 61. იარაღის საკომისიო წესით ჩაბარების ცნობის გაცემის შესახებ განცხადების შეტანიდან: ა) 3 სამუშაო დღის განმავლობაში გაცემისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთია 20 ლარი; ბ) ერთი სამუშაო დღის განმავლობაში გაცემისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთია 50 ლარი. 7. განაცხადის შეტანიდან 3 სამუშაო საათში სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ტერიტორიის ფარგლების გარეთ ერთი ერთეული სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთია 80 ლარი. 9. სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის ან ტრამვაის მართვის მოწმობის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩაბარების დღეს გაცემისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთია 50 ლარი. 91. სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის ან ტრამვაის მართვის მოწმობის 1 სამუშაო დღის ვადაში გაცემისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთია 40 ლარი. 10. სააგენტოს მიერ დაინტერესებული პირისათვის ამ კანონით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის შედეგად შექმნილი დოკუმენტის/პროდუქტის სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ფარგლების გარეთ, საქართველოს ტერიტორიაზე, დაინტერესებული პირის მიერ მითითებულ მისამართზე მიტანის საფასურის განაკვეთია 10 ლარი. |
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ article 10 11. გირავნობის რეგისტრაციის ან მასში ცვლილების რეგისტრაციის განცხადების შეტანიდან: ა) 3 სამუშაო დღის ვადაში განხორციელებისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთია 50 ლარი; ბ) 1 სამუშაო დღის ვადაში განხორციელებისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთია 100 ლარი. 12. ლიზინგის რეგისტრაციის ან მასში ცვლილების რეგისტრაციის განცხადების შეტანიდან: ა) 3 სამუშაო დღის ვადაში განხორციელებისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთია 50 ლარი; ბ) 1 სამუშაო დღის ვადაში განხორციელებისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთია 100 ლარი. 13. განაცხადის შეტანიდან 1 სამუშაო დღის ვადაში სააგენტოს მიერ დამზადებული/გაცემული დოკუმენტის აპოსტილით დამოწმებისთვის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთია 30 ლარი. 14. ერთ ერთეულ დაგირავებულ სატრანსპორტო საშუალებაზე ან ერთ ერთეულ დაგირავებულ სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე გირავნობის მოწმობის 1 სამუშაო დღის ვადაში გაცემისთვის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთია 50 ლარი. |