FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

article  24

საგადახდო დავალების მიღება.
1. საგადახდო დავალების მიღების დროდ ითვლება მომენტი, როდესაც გადამხდელის საგადახდო მომსახურების პროვაიდერი მიიღებს საგადახდო დავალებას, მიუხედავად იმისა, ის ინიციირებულია გადამხდელის თუ მიმღების მიერ. თუ საგადახდო დავალება გადამხდელის პროვაიდერის მიერ მიღებულია მისთვის არასამუშაო დღეს, იგი მომდევნო სამუშაო დღეს მიღებულად ჩაითვლება. გადამხდელის საგადახდო მომსახურების პროვაიდერი უფლებამოსილია დააწესოს სამუშაო დღის ბოლოსთან მიახლოებული გარკვეული დრო, რომლის შემდეგ მიღებული საგადახდო დავალება მომდევნო სამუშაო დღეს მიღებულად ჩაითვლება. დაუშვებელია გადამხდელის ანგარიშის დადებეტება საგადახდო დავალების მიღებამდე. გადამხდელის ანგარიშის დადებეტება უნდა განხორციელდეს საგადახდო დავალების შესრულების დღის თარიღით.
საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

article  24

2. თუ მომხმარებელსა და საგადახდო მომსახურების პროვაიდერს შორის შეთანხმება ითვალისწინებს საგადახდო დავალების შესრულებას განსაზღვრულ დღეს/დღეებში ან განსაზღვრული პერიოდის/პერიოდების ბოლოს ან გადამხდელის მიერ საგადახდო მომსახურების პროვაიდერთან თანხის განთავსების დღეს, დავალების მიღების მომენტად ამ კანონის 26-ე მუხლის მიზნებისთვის ითვლება აღნიშნული შეთანხმებული დღე. თუ შეთანხმებული დღე ამ მომხმარებლის პროვაიდერისთვის არასამუშაო დღეა, საგადახდო დავალების მიღების დღედ ჩაითვლება შეთანხმებული დღის მომდევნო სამუშაო დღე.
3. გადამხდელის პროვაიდერი ვალდებულია საგადახდო დავალების მიღების დღეს მხარეებს შორის შეთანხმებული ფორმით და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში აცნობოს გადამხდელს საგადახდო დავალების მიღება ან სხვაგვარად გახადოს ეს ინფორმაცია მისთვის ხელმისაწვდომი.
4. თუ საგადახდო დავალება ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად შეთანხმებულ დღეს უნდა შესრულდეს, გადამხდელის პროვაიდერი უფლებამოსილია საგადახდო დავალება მიიღოს ამ თარიღის დადგომამდე ნებისმიერ დროს, გადამხდელის ანგარიშზე ფულადი სახსრების არარსებობის მიუხედავად, თუკი გადამხდელსა და მის პროვაიდერს შორის დადებული შეთანხმებით ან/და პროვაიდერის წესებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.