Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
თავდაცვის კოდექსი article 81 შვებულება. 1. სამხედრო მოსამსახურეს (გარდა ამ მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებით გათვალისწინებული სამხედრო მოსამსახურეებისა) ეძლევა ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულება 30 კალენდარული დღის ოდენობით. 2. ოჯახური მდგომარეობის გამო ან სხვა საპატიო მიზეზის არსებობისას სამხედრო მოსამსახურეს ეძლევა დამატებითი ანაზღაურებადი შვებულება არაუმეტეს 10 კალენდარული დღისა. 3. სპორტულ შეჯიბრებაში მონაწილეობის მისაღებად სამხედრო მოსამსახურეს შეიძლება მიეცეს შვებულება 30 კალენდარულ დღემდე ვადით. 4. მსმენელს, იუნკერს შესაბამისი სასწავლო გეგმით დადგენილ ვადაში ეძლევა საარდადეგებო შვებულება. 5. სამხედრო სასწავლებლის კურსდამთავრებულს, რომელსაც მიენიჭა ოფიცრის პირველი სამხედრო წოდება, ეძლევა ანაზღაურებადი შვებულება 30 კალენდარული დღის ოდენობით, თუ შესაბამისი სასწავლო გეგმით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 6. სამხედრო მოსამსახურეს ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო და ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებები ეძლევა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 7. სამხედრო მოსამსახურეს უფლება აქვს, კალენდარული წლის განმავლობაში გამოუყენებელი, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ანაზღაურებადი შვებულებით მომდევნო კალენდარულ წელს ისარგებლოს. |
თავდაცვის კოდექსი article 81 8. სამხედრო მოსამსახურეს უფლება აქვს, სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში მეთაურთან/ხელმძღვანელთან შეთანხმებით ისარგებლოს შვებულებით არაუმეტეს 1 წლისა, მათ შორის, ნაწილ-ნაწილ, თუ ეს არ ეწინააღმდეგება სამხედრო სამსახურის ინტერესებს, სანივთე ქონების მიღების უფლების, კვების ნაცვლად დაწესებული კომპენსაციის მიღების უფლების, წოდებრივი სარგოს და დანამატის შენარჩუნების გარეშე. სამხედრო მოსამსახურეს აღნიშნული პერიოდი არ ჩაეთვლება სამხედრო სამსახურის სტაჟში. 9. სამხედრო მოსამსახურემ ამ მუხლის პირველი, მე-2 ან მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შვებულება ხელმძღვანელთან შეთანხმებით შეიძლება ნაწილ-ნაწილ გამოიყენოს. 10. სამხედრო მოსამსახურე შვებულებიდან შეიძლება გამოძახებულ იქნეს მხოლოდ სამსახურებრივი აუცილებლობის შემთხვევაში. |