Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ article 9 გამგეობა. 1. გამგეობას ირჩევს საერთო კრება 2 წლის ვადით. გამგეობის წევრთა რაოდენობა კენტი უნდა იყოს – არანაკლებ 3 და არა უმეტეს 9 წევრისა. გამგეობას ხელმძღვანელობს და მესამე პირებთან ურთიერთობაში წარმოადგენს მისივე შემადგენლობიდან დანიშნული აღმასრულებელი დირექტორი. 2. გამგეობის კომპეტენციას განეკუთვნება: ა) საკრედიტო კომიტეტის არჩევა; ბ) საკრედიტო კავშირის პოლიტიკის განსაზღვრა; გ) საკრედიტო კავშირში ახალი წევრის მიღება, წევრის უფლებამოსილების შეჩერება და გარიცხვა; დ) აღმასრულებელი დირექტორის დანიშვნა-გათავისუფლება; ე) საკრედიტო კავშირის წევრთათვის გასაწევი მომსახურების, მათ შორის, ანაბრების მიღების პირობებისა და წესების განსაზღვრა; ვ) დაუბრუნებელი სესხების ჩამოწერის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით დამტკიცება; ზ) ამ კანონით გათვალისწინებული სარეზერვო სახსრების საქართველოს ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტებით დადგენილი წესების დაცვით გამოყენება; თ) წლიური ანგარიშის შედგენა და მისი საერთო კრებისათვის განსახილველად წარდგენა; ი) ინვესტიციების განხორციელების თაობაზე პროცედურების შემუშავება; კ) საქართველოს კანონმდებლობითა და წესდებით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. |