Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
ამნისტიის შესახებ article 0 მსოფლიოში ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელებით განპირობებული პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლისას სახელმწიფოს მიერ პატიმრობის აღსრულების მიზნით პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი პირებისთვის დაწესებული შეზღუდვების სამართლიანი კომპენსაციის მიზნით, ჰუმანიზმის პრინციპიდან გამომდინარე, ერთჯერადი, დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით, ამ კანონის საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის მსჯავრდებულ პირებს სასჯელის ვადა უმცირდებათ. ამასთანავე, ჰუმანიზმის პრინციპიდან გამომდინარე, ერთჯერადი, დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით, საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხის გათვალისწინებით, ამ კანონის საფუძველზე, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან თავისუფლდებიან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) გათვალისწინებული ზოგიერთი, 2004 წლის 1 იანვრამდე ჩადენილი დანაშაულის ჩადენისთვის ბრალდებული და მსჯავრდებული პირები, ხოლო უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულ პირებს პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნის პერიოდი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 72-1 მუხლის პირველი ნაწილით ან იმავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებულ თავისუფლების აღკვეთის ვადაში განსხვავებულად ეთვლებათ. |