Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
დასაქმების ხელშეწყობის შესახებ article 24 დასაქმების შესაძლებლობის შეფასება. 1. სამუშაოს მაძიებლის დასაქმების შესაძლებლობის შეფასებისას ფასდება სამუშაოს მაძიებლის დასაქმების ალბათობა სააგენტოს მიერ შემუშავებული, მისი პროფესიული და ინდივიდუალური კრიტერიუმებისთვის მინიჭებული კოეფიციენტების საფუძველზე. 2. სამუშაოს მაძიებლის დასაქმების შესაძლებლობის შეფასებისთვის საჭირო, მნიშვნელოვანი კრიტერიუმებია: ა) ასაკი; ბ) სქესი; გ) ოჯახური მდგომარეობა; დ) უცხოური ენების ცოდნა; ე) კომპიუტერული პროგრამების ცოდნა; ვ) უნარ-ჩვევები; ზ) უმუშევრობის ხანგრძლივობა; თ) განათლების სფერო და საფეხური; ი) საქმიანობის სფერო; კ) სამუშაო გამოცდილება; ლ) სხვა უნარები. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სხვა უნარებს განსაზღვრავს სააგენტო საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ განხორციელებული საწარმოთა მიერ უნარების მოთხოვნის კვლევის შედეგად გამოვლენილი ინფორმაციის საფუძველზე. სააგენტოს მიერ შერჩეული კრიტერიუმები და მათთვის მინიჭებული კოეფიციენტები შრომის ბაზარზე ინტეგრაციისთვის სამუშაოს მაძიებლის შეფასების საშუალებას უნდა იძლეოდეს. 4. დასაქმების შესაძლებლობის შეფასების შედეგები სამუშაოს მაძიებელს კონსულტირების დროს ეცნობება. |