FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 12

ნავთობისა და გაზის შესახებ

article  13

4. პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულებით განსაზღვრულ ფართობზე ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზია გაიცემა ავტომატურად, სააგენტოს მიერ ამ ხელშეკრულების დადებიდან 30 დღის განმავლობაში. ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზია ამტკიცებს ნავთობისა და გაზის შემცველი წიაღით სარგებლობისა და ნავთობისა და გაზის სამუშაოების განხორციელების ექსკლუზიური უფლების ინვესტორისთვის გადაცემას პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულების შესასრულებლად და შეიძლება მოიცავდეს აგრეთვე  ბუნებრივი წყალბადის შემცველი წიაღით სარგებლობისა და ბუნებრივი წყალბადის სამუშაოების განხორციელების ექსკლუზიურ უფლებას. ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის პირობები პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულების პირობების იდენტური უნდა იყოს. გეოლოგიური მინაკუთვნი ან/და სამთო მინაკუთვნი საჭიროების შემთხვევაში გაიცემა ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალურ ლიცენზიასთან ერთად.
5. პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულება მოიცავს:
ნავთობისა და გაზის შესახებ

article  13

ა) ინვესტორის მიერ სამუშაო პროგრამისა და ბიუჯეტის შესაბამისად ნავთობისა და გაზის ოპერაციების საწარმოებლად გაწეული ხარჯებისა და დანახარჯების ანაზღაურების პრინციპებს, წესებსა და პროცედურებს, ანუ იმ ხარჯების და დანახარჯების განსაზღვრას, რომლებიც ნაზღაურდება მოპოვებული პროდუქციიდან ინვესტორის საკომპენსაციო ნავთობისა და გაზის სახით;
    ბ) სახელმწიფოს საკომპენსაციო ნავთობისა და გაზის ოდენობას;
    გ) საბაზისო ნავთობისა და გაზის ოდენობას;
    დ) ნავთობისა და გაზის ინვესტორსა და სახელმწიფოს შორის მოგების განაწილების წესებსა და პროცედურას;
    ე) ბუნებრივი რესურსებით (ნავთობითა და გაზით) სარგებლობისათვის მოსაკრებლის გადახდის წესებსა და პროცედურას ფართობზე მოპოვებული ნავთობისა და გაზის მოცულობის მიხედვით, „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. ეს წესები უნდა შეიცავდეს ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის სახელმწიფოსათვის გადახდის აუცილებლობის პირობას საკომპენსაციო და საბაზისო ნავთობისა და გაზის დაბრუნებამდე ან მოგებული ნავთობისა და გაზის განაწილებამდე;
ნავთობისა და გაზის შესახებ

article  13

ვ) ინვესტორის უფლებას, გაიტანოს თავისი წილი საკომპენსაციო და მოგებული ნავთობი და გაზი საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან ყოველგვარი შეზღუდვისა და დამატებული ღირებულების გადასახადის გადახდის გარეშე, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;
    ზ) ინვესტორის ან მისი სახელით ან/და დავალებით საოპერაციო კომპანიის მიერ გადასახდელ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემდეგ გადასახადებს და გადასახდელებს: ზ.ა) მოგების გადასახადს იმ განაკვეთის მიხედვით, რომელიც გამოიყენებოდა ხელშეკრულების დადების მომენტში და ძალაში რჩება ხელშეკრულების ვადის გასვლამდე; ზ.ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებელს იმ ოდენობის მიხედვით, რომელიც გამოიყენებოდა ხელშეკრულების დადების მომენტში და ძალაში რჩება ხელშეკრულების ვადის გასვლამდე. მოგების გადასახადის გამოთვლისას ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებელი ექვემდებარება გამოქვითვას; ზ.გ) ქონების (მიწის) გადასახადს იმ განაკვეთის მიხედვით, რომელიც გამოიყენებოდა ხელშეკრულების დადების მომენტში და ძალაში რჩება ხელშეკრულების ვადის გასვლამდე. მოგების გადასახადის გამოთვლისას მიწის გადასახადი ექვემდებარება გამოქვითვას; ზ.დ) შესაბამის სოციალურ გადასახადებს;
ნავთობისა და გაზის შესახებ

article  13

ზ.ე) სალიცენზიო და სხვა მოსაკრებლებსა და ბონუსს საქართველოს კანონმდებლობის, ამ კანონისა და ხელშეკრულების შესაბამისად; ზ.ვ) იმპორტის გადასახადსა და დამატებული ღირებულების გადასახადს, თუ საქართველოს ტერიტორიაზე ინვესტორისა და საოპერაციო კომპანიის მიერ შეთანხმებული პროექტით ნავთობისა და გაზის ოპერაციების საწარმოებლად შემოზიდული და ამ კანონის შესაბამისად საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით იმპორტის გადასახადისა და დამატებული ღირებულების გადასახადისაგან განთავისუფლებული მოწყობილობა-დანადგარები, სატრანსპორტო საშუალებები, სათადარიგო ნაწილები და მასალები გაიყიდება ან სხვა ფორმით გასხვისდება ან გამოიყენება სხვა მიზნით, გარდა ამ კანონით განსაზღვრულ ნავთობის ეროვნულ კომპანიას, ინვესტორებსა და საოპერაციო კომპანიებს შორის ნავთობისა და გაზის ოპერაციების საწარმოებლად მათი მიწოდებისა ან/და სხვა ფორმით გადაცემისა; ზ.ზ) დამატებული ღირებულების გადასახადს ინვესტორის მიერ თავისი წილი ნავთობისა და გაზის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გაყიდვის შემთხვევაში;
    თ) ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შემდეგ საგადასახადო უფლება-მოვალეობებს:
ნავთობისა და გაზის შესახებ

article  13

თ.ა) ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნავთობისა და გაზის ოპერაციების საწარმოებლად განკუთვნილი და ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოების პროექტით შეთანხმებული მოწყობილობა-დანადგარების, სატრანსპორტო საშუალებების, სათადარიგო ნაწილებისა და მასალების საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა და საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა თავისუფლდება იმპორტის გადასახადისაგან და დამატებული ღირებულების გადასახადისაგან; თ.ბ) უცხოელ თანამშრომლებს და მათთან მცხოვრებ ოჯახის წევრებს აქვთ პირადი მოხმარების საგნებისა და საყოფაცხოვრებო ნივთების ყოველგვარი გადასახადის გადახდის გარეშე საქართველოში იმპორტისა და საქართველოდან რეექსპორტის უფლება. ასეთი ქონების საქართველოს ტერიტორიაზე გაყიდვის ან სხვა ფორმით გასხვისების შემთხვევაში გადაიხდება იმპორტის გადასახადი და სხვა გადასახადები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
ნავთობისა და გაზის შესახებ

article  13

კ.ა) ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების მიზნით ინვესტორს, აფილირებულ კომპანიას და საოპერაციო კომპანიას უფლება აქვთ საქართველოში და უცხო ქვეყნებში გახსნან, შეინახონ და გამოიყენონ საბანკო ანგარიში უცხოურ ვალუტაში, ხოლო საქართველოში – ადგილობრივი სავალუტო ანგარიშები; კ.ბ) ინვესტორს, აფილირებულ კომპანიას და საოპერაციო კომპანიას უფლება აქვთ საბანკო ანგარიშზე მიიღონ და შეინახონ ხელშეკრულებით განსაზღვრული მათი კუთვნილი პროდუქციის რეალიზაციიდან მიღებული ამონაგები, განახორციელონ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის ანგარიშსწორება, აგრეთვე შეზღუდვის გარეშე გამოიყენონ ანგარიშზე არსებული თანხები;
ნავთობისა და გაზის შესახებ

article  13

ლ) სტაბილიზაციის პირობებს, რომელთა მიხედვითაც სახელმწიფოს შეუძლია წილობრივი განაწილების ხელშეკრულებაში შეიტანოს დებულება იმის შესახებ, რომ თუ ხელშეკრულების ამოქმედების შემდეგ საქართველოს კანონმდებლობაში შეტანილი იქნება ცვლილება (გარემოს, კულტურული მემკვიდრეობისა და საწარმოო უსაფრთხოების დაცვის მოთხოვნების ცვლილებების გარდა), რომელიც გააუარესებს ინვესტორის საგადასახადო ვალდებულებებს, სახელმწიფო თანახმაა შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები პროდუქციის წილობრივი განაწილების მოქმედ ხელშეკრულებაში, რათა ინვესტორმა შეინარჩუნოს იგივე ეკონომიკური პირობები, რაც მას ჰქონდა საკანონმდებლო ცვლილებამდე;
    მ) საოპერაციო კომპანიის მიზნებს და შემდეგ ფუნქციებსა და მოვალეობებს: მ.ა) ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოებისას ოპერატორის ფუნქციების შესრულება (მათ შორის, პერსონალის დასაქმება და ანაზღაურების საკითხები) ინვესტორის სახელით და მისი მითითებების მიხედვით, რაც უნდა შეესაბამებოდეს სამუშაო პროგრამასა და ბიუჯეტს და ათვისების გეგმას. ინვესტორი იღებს სრულ პასუხისმგებლობას საოპერაციო კომპანიის მიერ ამ პროგრამებისა და გეგმების განხორციელების მიზნით შესრულებულ ნებისმიერ მოქმედებაზე;
ნავთობისა და გაზის შესახებ

article  13

მ.ბ) ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოება არაკომერციული საწარმოს პრინციპით ყოველგვარი აქტივების მფლობელობის გარეშე, ნავთობისა და გაზის მრეწველობის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად; მ.გ) დამტკიცებული სამუშაო პროგრამების და ბიუჯეტების, აგრეთვე ინვესტორის მითითებების შესაბამისად დანადგარების, მოწყობილობების, დამხმარე მასალების შეძენაზე პასუხისმგებლობა, ნავთობისა და გაზის ოპერაციებთან დაკავშირებული მომსახურების მიმწოდებლებთან და ბითუმად მოვაჭრე ფირმებთან ინვესტორის სახელით ქვეკონტრაქტებისა და მომსახურების ხელშეკრულებების დადება; მ.დ) პერსონალის მომზადების პროგრამისა და მისი ყოველწლიური ბიუჯეტის მომზადება და საკოორდინაციო კომიტეტისათვის დასამტკიცებლად წარდგენა, დამტკიცებული პროგრამის განხორციელება და ბიუჯეტის შესრულება; მ.ე) ნავთობისა და გაზის ოპერაციებთან დაკავშირებული ხარჯებისა და დანახარჯების სრული და ზუსტი აღრიცხვა ამ კანონის და ხელშეკრულების შესაბამისად; მ.ვ) საკოორდინაციო კომიტეტის სხდომების მომზადება და ამ კომიტეტისთვის მის მიერ განხილული და დამტკიცებული საკითხების შესახებ ინფორმაციის წარდგენა;
ნავთობისა და გაზის შესახებ

article  13

მ.ზ) ინვესტორის თხოვნით მისთვის დახმარების გაწევა საკოორდინაციო კომიტეტისათვის ხელშეკრულების შესაბამისად განხორციელებული ნავთობისა და გაზის ოპერაციების შესახებ ანგარიშების წარდგენაში; მ.თ) ხელშეკრულების მონაწილე ყველა მხარისათვის ნავთობისა და გაზის ოპერაციებთან დაკავშირებული იმ ინფორმაციის და ანგარიშების მიწოდების უზრუნველყოფა, რომლებსაც მოითხოვენ მხარეები;
    ნ) ბუნებრივი წყალბადის ძებნა-ძიებისა და მოპოვების პირობებს ამ კანონის მე-10 მუხლის 1-1 პუნქტით გათვალისწინებული შეთანხმების არსებობის შემთხვევაში.
ნავთობისა და გაზის შესახებ

article  13

პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულება.
1. პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულების დადებასთან, განხორციელებასა და შეწყვეტასთან დაკავშირებული საკითხები და სხვა პირობები, აგრეთვე მხარეთა უფლება-მოვალეობები წესრიგდება ამ კანონით.
2. პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულების დადების, განხორციელებისა და შეწყვეტის შედეგად წარმოშობილი ურთიერთობები, აგრეთვე სამუშაოები, რომლებიც არ წესრიგდება ამ კანონით ან არ არის განსაზღვრული ხელშეკრულების პირობებით, ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
3. თუ ინვესტორი არის იურიდიული პირების გაერთიანება (კონსორციუმი), რომელიც არ არის იურიდიული პირი, მის თითოეულ წევრს ეკისრება სოლიდარული (ერთობლივი და ცალკეული) პასუხისმგებლობა და უფლება-მოვალეობები ენიჭება პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულების შესაბამისად. პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულება იდება კონსორციუმის მიერ დანიშნულ მის ერთ-ერთ წევრთან, რომელსაც გადაეცემა შესაბამისი უფლებამოსილებანი.