FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ

article  14

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების სახელმწიფო ხელშეწყობა.
1. კანონი აღიარებს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების სოციალურ ფუნქციას სოფლის მეურნეობის განვითარებაში.
11. საქართველოს მთავრობა მხარს უჭერს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს, რათა მათ შეძლონ ეროვნული ეკონომიკის განვითარებაში თავიანთი წვლილის შეტანა.
12. საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშემწყობი სახელმწიფო ღონისძიებებია:
    ა) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების პროექტებისა და პროგრამების შემუშავება და განხორციელება;
    ბ) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მიერ შეღავათიანი საკრედიტო რესურსებისა და გრანტების (მათ შორის, სახელმწიფო გრანტის) მიღების შესაძლებლობის უზრუნველყოფა;
    გ) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის კადრების მომზადებისა და გადამზადების, აგრეთვე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელმძღვანელი პირების კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა;
    დ) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის საგადასახადო შეღავათების დადგენა.
2. ამ მუხლის 1-2 პუნქტის „ა“−„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშემწყობი სახელმწიფო ღონისძიებების განხორციელებას უზრუნველყოფს სააგენტო.