FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

მიკრობანკების საქმიანობის შესახებ

article  9

თ) მიკრობანკის რისკების მართვის სუსტი მოდელი, მისი ფინანსური მდგომარეობისთვის საფრთხის შემქმნელი ან არაჯანსაღი სამეწარმეო პრაქტიკა, რომელმაც შეიძლება მიკრობანკის დეპოზიტარებს ან/და ფინანსური სექტორის სტაბილურობას მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს ან საფრთხე შეუქმნას;
    ი) მიკრობანკის არსებული ან მოსალოდნელი მნიშვნელოვანი ფინანსური სირთულეები, რომლებიც შეიძლება გამოიხატოს მოგებიანობის დაბალი მაჩვენებლებითა და საზედამხედველო კოეფიციენტების დარღვევით ან სხვაგვარად;
    კ) მიკრობანკის არსებული ან მოსალოდნელი გადახდისუუნარობა;
    ლ) მიკრობანკის ჯგუფის/მფლობელობის სტრუქტურის სირთულე ან/და გაუმჭვირვალობა ან ამ სტრუქტურის ისეთი ცვლილება, რომელიც აფერხებს ეფექტიანი ზედამხედველობის განხორციელებას, საფრთხეს უქმნის ფინანსური სექტორის სტაბილურობასა და ჯანსაღ ფუნქციონირებას;
    მ) სასამართლოს გადაწყვეტილება მიკრობანკისთვის მიკრობანკის საქმიანობის უფლების ჩამორთმევის შესახებ;
    ნ) ადმინისტრატორის, მნიშვნელოვანი წილის მესაკუთრის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შესაფერისობის კრიტერიუმთან/კრიტერიუმებთან შეუსაბამობა;
    ო) დროებითი ადმინისტრაციის რეჟიმის უშედეგოდ დასრულება;
მიკრობანკების საქმიანობის შესახებ

article  9

პ) უცხოური ბანკის/მიკრობანკის ფილიალის სათავო დაწესებულებისთვის სათავო დაწესებულების ადგილსამყოფელ ქვეყანაში ბანკის/მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის ჩამორთმევა ან ისეთი შემთხვევა, როდესაც, საქართველოს ეროვნული ბანკის შეფასებით, უცხოური ბანკი/მიკრობანკი არ ასრულებს უცხოური ბანკის/მიკრობანკის ფილიალის მიმართ დადგენილ მოთხოვნებს, ამასთანავე, ამ ქვეყანაში არ იწყება ან გონივრულ ვადაში არ დაიწყება გადახდისუუნარობის ან გაკოტრების საქმის წარმოება, აღნიშნულ ქვეყანაში გადახდისუუნარობის ან გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება საქართველოში ფინანსური სტაბილურობის ხელშეწყობისთვის საკმარისი არ იქნება ან მითითებულ ქვეყანაში გადახდისუუნარობის ან გაკოტრების საქმის წარმოების პროცესში საქართველოში არსებული უცხოური ბანკის/მიკრობანკის ფილიალის კრედიტორთა ინტერესების თანაბარზომიერი დაცვა უზრუნველყოფილი არ იქნება.
მიკრობანკების საქმიანობის შესახებ

article  9

მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის გაუქმება. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მიკრობანკს გაუუქმოს მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზია. მისი გაუქმების საფუძველი შეიძლება გახდეს:
    ა) მიკრობანკის წერილობითი მიმართვა მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების თაობაზე;
    ბ) მიკრობანკის მიერ ამ კანონის მე-3 და 26-ე მუხლების მოთხოვნათა დარღვევა;
    გ) მიკრობანკის მიერ მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად ყალბი ან/და არასწორი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენა;
    დ) მიკრობანკის მიერ მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის მიღების დღიდან 12 თვის განმავლობაში ამ საქმიანობის განუხორციელებლობა, ხოლო მოქმედი მიკრობანკის შემთხვევაში − მის მიერ აღნიშნული საქმიანობის 6 თვეზე მეტი ხნით შეწყვეტა;
    ე) მიკრობანკის მიერ მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად წარდგენილი ბიზნესგეგმიდან და ბიზნესსტრატეგიიდან მნიშვნელოვანი გადახვევა საქართველოს ეროვნულ ბანკთან შეუთანხმებლად;
    ვ) მიკრობანკის სხვა მიკრობანკთან ან კომერციულ ბანკთან შერწყმა (მიერთება) ან გამოყოფა;
    ზ) საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ფულადი სახსრებით ფორმირებული საზედამხედველო კაპიტალის მინიმალური ოდენობის არარსებობა, ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით მიკრობანკის კრედიტორთა ნდობის დაკარგვა ან მინდობილი აქტივების უსაფრთხოების უზრუნველყოფის შეუძლებლობა;