Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
ოფიციალური სტატისტიკის შესახებ article 37 კონფიდენციალური მონაცემების სამეცნიერო-კვლევითი მიზნებისთვის ხელმისაწვდომობა. 1. ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელმა ორგანომ შესაძლებელია შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე უზრუნველყოს თავისი ინდივიდუალური მონაცემების სამეცნიერო-კვლევითი მიზნებისთვის ხელმისაწვდომობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. სამეცნიერო-კვლევითი მიზნებისთვის გაცემული მონაცემები არ უნდა შეიცავდეს იდენტიფიკატორს და უნდა მოიცავდეს მხოლოდ სამეცნიერო-კვლევითი მიზნებისთვის საჭირო მონაცემებს. ამასთანავე, პერსონალური მონაცემები უნდა დამუშავდეს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. 3. სტატისტიკური კონფიდენციალურობის პრინციპით დაცული ინდივიდუალური მონაცემების გაცემამდე საქსტატი უნდა დარწმუნდეს, რომ მონაცემთა მიმღებ მხარეს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად აქვს მათი კონფიდენციალურობის დაცვის უზრუნველსაყოფად საჭირო ტექნიკურ-ორგანიზაციული ინფრასტრუქტურა. 4. შესაბამისი უფლებამოსილების მინიჭების შემთხვევაში სამეცნიერო-კვლევითი პროექტის განხორციელების პერიოდში ინდივიდუალური მონაცემების დამუშავებაში მონაწილე ყველა პირმა ხელი უნდა მოაწეროს ხელშეკრულებას, რომლის მიხედვით, ყოველი მათგანი ვალდებულია: ა) არ ეცადოს, ნებისმიერი გზით (მათ შორის, ამ მონაცემების სხვა ინდივიდუალურ მონაცემებთან შედარებით) მოახდინოს ფიზიკური/იურიდიული პირის იდენტიფიცირება; |
ოფიციალური სტატისტიკის შესახებ article 37 ბ) არ გაუმჟღავნოს ინდივიდუალური მონაცემები მესამე მხარეს (პირს), ხელშეკრულების მხარეთა გარდა, ან/და არ გამოიყენოს ეს მონაცემები სხვა მიზნით, გარდა შესაბამის მოთხოვნაში აღნიშნული მიზნისა; გ) არ გაამჟღავნოს ინდივიდუალური მონაცემებისგან მიღებული აგრეგირებული მონაცემები, რომლებითაც შესაძლებელია სტატისტიკური ერთეულის არაპირდაპირი იდენტიფიცირება; დ) ყველა გამოქვეყნებულ სტატისტიკურ პროდუქტში მიუთითოს შესაბამისი წყარო; ე) გაანადგუროს ინდივიდუალური მონაცემები სამეცნიერო-კვლევითი პროექტის დასრულებისთანავე. 5. მონაცემთა მომზადებისა და გადაცემისთვის გაწეული დამატებითი ხარჯების ასანაზღაურებლად ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელი ორგანო უფლებამოსილია დააწესოს შესაბამისი მომსახურების საფასური. მისი ოდენობა განისაზღვრება მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით. 6. მონაცემების გადაცემათა ჩამონათვალი ხელმისაწვდომი უნდა იყოს მოთხოვნის საფუძველზე. 7. ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელი ორგანოებისთვის, გარდა საქართველოს ეროვნული ბანკისა, ამ მუხლით გათვალისწინებული კონფიდენციალური მონაცემების სამეცნიერო-კვლევითი მიზნებისთვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის წესს ამტკიცებს საბჭო. |