FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ

article  105

საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული დამატებითი მოთხოვნების შეუსრულებლობა.
1. პირველი/მესამე კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის მიერ ამ კანონის 8-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული დამატებითი მოთხოვნების შეუსრულებლობა − გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი იმ პირველი/მესამე კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის მიერ, რომელსაც ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დარღვევისთვის 1 წლის განმავლობაში შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელი, − გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.
ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ

article  105

ინფორმაციულ აქტივზე, ინფორმაციულ სისტემაზე ან/და ინფორმაციულ სისტემაში შემავალ საგანზე წვდომის უფლების შეზღუდვა ან ასეთი წვდომისთვის ხელის შეშლა.
1. პირველი კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის მიერ ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოსთვის ამ კანონის მე-10 მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციულ აქტივზე, ინფორმაციულ სისტემაზე ან/და ინფორმაციულ სისტემაში შემავალ საგანზე წვდომის უფლების შეზღუდვა ან ასეთი წვდომისთვის ხელის შეშლა − გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი იმ პირველი კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის მიერ, რომელსაც ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დარღვევისთვის 1 წლის განმავლობაში შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელი, − გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.