Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი article 1517 საბანკო მომსახურების ხელშეკრულებათა დანერგვის უზრუნველყოფა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა: ა) ამ კოდექსით გათვალისწინებულ საბანკო მომსახურების ხელშეკრულებათა დასანერგად გაატაროს სათანადო ღონისძიებები, რათა კომერციულმა ბანკებმა უზრუნველყონ საბანკო ანგარიშების გახსნა და შეუფერხებელი ანგარიშსწორება იმ ორგანიზაციული წარმონაქმნებისათვის, რომლებიც არ არიან იურიდიული პირები, კერძოდ, ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობა, არარეგისტრირებული კავშირი, ამხანაგობა; ბ) უზრუნველყოს ფიზიკური პირების მიერ საანგარიშსწორებო თუ სხვა ანგარიშების გახსნასთან დაკავშირებულ შეზღუდვათა გაუქმება იმ მიზნით, რომ ყველა ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს შეუფერხებლად შეეძლოს მათთვის სასურველი ანგარიშების გახსნა და ამ კოდექსით გათვალისწინებული საბანკო მომსახურების ხელშეკრულებათა შეუფერხებელი დადება. |