FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ

article  62

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველისათვის უსაფრთხო და აუცილებელი სამუშაო პირობების შექმნა.
1. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველს უფლება აქვს, ჰქონდეს უსაფრთხო და აუცილებელი სამუშაო პირობები, აგრეთვე სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად საჭირო ორგანიზაციულ-ტექნიკური საშუალებები და სახანძრო-სამაშველო აღჭურვილობა. სახანძრო-სამაშველო აღჭურვილობის ნუსხას ამტკიცებს მინისტრი.
2. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ვალდებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველი უზრუნველყოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირობებითა და საშუალებებით, აგრეთვე უზრუნველყოს სამსახურის მეხანძრე-მაშველთა მიმართ თანაბარი და სამართლიანი მოპყრობა ადამიანური რესურსების მართვის, ანაზღაურებისა და სამართლებრივი დაცვის საკითხებთან დაკავშირებით.