FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ

article  25

ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევა დაბინძურების მობილური წყაროებიდან.
1. ამ კანონის მიზნებისათვის, ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევა დაბინძურების მობილური წყაროებიდან არის მავნე ნივთიერებათა გაფრქვევა სატრანსპორტო და სხვა მოძრავ-მექანიკური საშუალებებიდან (საბრძოლო ტიპის მოძრავ-მექანიკური საშუალებების გარდა).
ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ

article  25

7. ევროკავშირის კანონმდებლობით განსაზღვრული სამართლებრივი მოთხოვნების გათვალისწინებით, ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დამაბინძურებელი სხვადასხვა სახეობის სატრანსპორტო და სხვა მოძრავ-მექანიკური საშუალებებიდან გაფრქვევის (გამონაბოლქვის) ზღვრულად დასაშვები ნორმები დგინდება „იმ ძრავიანი სატრანსპორტო საშუალებების აღიარების დამტკიცების შესახებ, რომლებიც დაკავშირებულია მსუბუქი სამგზავრო და კომერციული სატრანსპორტო საშუალებებიდან გამონაბოლქვთან (Euro 5 და Euro 6), და ასეთი სატრანსპორტო საშუალებების შეკეთებისა და შენახვის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის  თაობაზე“ ევროპარლამენტისა და საბჭოს 2007 წლის 20 ივნისის №715/2007 რეგულაციის, „იმ ძრავიანი სატრანსპორტო საშუალებებისა და ძრავების აღიარების დამტკიცების შესახებ, რომლებიც დაკავშირებულია სატვირთო სატრანსპორტო საშუალებებიდან გამონაბოლქვთან (Euro VI), და ასეთი სატრანსპორტო საშუალებების შეკეთებისა და შენახვის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და №715/2007 რეგულაციაში (EC) და 2007/46/EC დირექტივაში ცვლილებების შეტანის და 80/1269/EEC, 2005/55/EC და 2005/78/EC დირექტივების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე“ ევროპარლამენტისა და საბჭოს 2009 წლის 18 ივნისის №595/2009 რეგულაციის და „ძრავიანი სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების საგზაო მოძრაობისთვის გამოსადეგობის ტესტების შესახებ“ ევროპარლამენტისა და საბჭოს 2009 წლის 6 მაისის 2009/40/EC დირექტივის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის დადგენილებით „ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დამაბინძურებელი სხვადასხვა სახეობის სატრანსპორტო და სხვა მოძრავ-მექანიკური საშუალებებიდან გაფრქვევის (გამონაბოლქვის) ევროკავშირის კანონმდებლობით გათვალისწინებული ზღვრულად დასაშვები ნორმების საქართველოს ტერიტორიაზე სამოქმედოდ შემოღების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“.