FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

იარაღის შესახებ

article  15

იარაღის, მისი ძირითადი ნაწილებისა და საბრძოლო მასალის/ვაზნის დამზადება და შეკეთება. 1. იარაღი, მისი ძირითადი ნაწილები და საბრძოლო მასალა/ვაზნა მზადდება და მათი შეკეთება ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული შესაბამისი ლიცენზიის საფუძველზე. ლიცენზია გაიცემა, თუ შენობა-ნაგებობა, სადაც იარაღი, მისი ძირითადი ნაწილები და საბრძოლო მასალა/ვაზნა დამზადდება და შეკეთდება, შეესაბამება საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულ ტექნიკურ რეგლამენტს. ამ ტექნიკური რეგლამენტით განისაზღვრება აგრეთვე შენობა-ნაგებობის ტექნიკური უსაფრთხოების ნორმებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტის გამცემი უფლებამოსილი პირი. 2. აკრძალულია ცეცხლსასროლი იარაღისა და სასიგნალო იარაღის მართლსაწინააღმდეგო დამზადება (მათ შორის, გადაკეთება საერთო სიგრძის შეცვლით ან უამისოდ). 3. აკრძალულია ნაწილობრივ ან მთლიანად დამზადებული იარაღის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ლიცენზიის გარეშე რეგისტრაცია.
4. იარაღისა და საბრძოლო მასალის/ვაზნის ლიცენზიის გარეშე დამზადება (მათ შორის, გადაკეთება საერთო სიგრძის შეცვლით ან უამისოდ) ან/და შეკეთება იწვევს პასუხისმგებლობის დაკისრებას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.