Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 7
საქართველოს საარჩევნო კოდექსი article 24 საუბნო საარჩევნო კომისიის შექმნა. 1. საუბნო საარჩევნო კომისია შედგება არაუმეტეს 17 წევრისგან, რომლებსაც ამ კანონით დადგენილ ვადაში და დადგენილი წესით ნიშნავენ/ირჩევენ ამავე კანონით განსაზღვრული სუბიექტები. 2. საუბნო საარჩევნო კომისიის 8 წევრს, მათ შორის, აღნიშნული საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირებს, ირჩევს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედით, იმ პირობით, რომ კანდიდატურას მხარი დაუჭირა, მათ შორის, ცესკოს მიერ 5 წლის ვადით არჩეულმა შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის 3-მა წევრმა მაინც. ამ პუნქტით განსაზღვრულ არჩევის პროცედურაში საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი არ მონაწილეობს, თუ ის არის შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატის ოჯახის წევრი (მეუღლე, პირდაპირი აღმავალი ან დამავალი შტოს ნათესავი, გერი, და, ძმა, მშობლის ან შვილის გერი, მეუღლის და, ძმა, მშობელი). 3. სხვა სახელმწიფოში შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიის 8 წევრს, მათ შორის, აღნიშნული საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირებს, ირჩევს ცესკო ამ მუხლითა და ამ კანონის 25-ე და 25-1 მუხლებით დადგენილი წესით. 4. საუბნო საარჩევნო კომისიის 9 წევრს ამ კანონის მე-13 მუხლით დადგენილი წესით ნიშნავენ შესაბამისი პარტიები. |
საქართველოს საარჩევნო კოდექსი article 24 5. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად შეიძლება აირჩეს, აგრეთვე უფლებამოსილი პარტიის მიერ დაინიშნოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 18 წლის ასაკიდან, რომელიც აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს და რომელსაც აქვს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის სერტიფიკატი, გარდა ამ მუხლის 5-2 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 51. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის სერტიფიკატი არ მოეთხოვება: ა) იმ პირს, რომელსაც აქვს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი; ბ) იმ პირს, რომელსაც აქვს საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირის სერტიფიკატი; გ) გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს; დ) სხვა სახელმწიფოში შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს; ე) საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის გამო საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის შესარჩევად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილე პირს; ვ) ამ კანონის 25-ე მუხლის მე-8 და მე-10 პუნქტების საფუძველზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილე პირს; ზ) უფლებამოსილი პარტიის მიერ დანიშნულ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს. |
საქართველოს საარჩევნო კოდექსი article 24 52. საოლქო საარჩევნო კომისიას უფლება აქვს, ხელახალი კონკურსის საფუძველზე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად აირჩიოს პირი, რომელსაც არ აქვს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის სერტიფიკატი, თუ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა შესარჩევად გამოცხადებული კონკურსის შედეგად ერთი ან ერთზე მეტი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის ყველა ვაკანსია მაინც არ შეივსო. 6. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად (წევრებად) არ შეიძლება აირჩეს (აირჩნენ)/დაინიშნოს (დაინიშნონ): ა) პირი, რომელსაც საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად წარდგენის დღისთვის 18 წელი არ შესრულებია; ბ) პირი, რომელსაც არ აქვს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის სერტიფიკატი, გარდა ამ მუხლის 5-2 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა; გ) პირი, რომელიც საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამო საარჩევნო კომისიამ ან სასამართლომ გაათავისუფლა საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციაში დაკავებული თანამდებობიდან, – თანამდებობიდან გათავისუფლების დღიდან 4 წლის განმავლობაში; დ) პირი, რომელიც საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამო სასამართლომ ცნო ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად, – სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 4 წლის განმავლობაში; |
საქართველოს საარჩევნო კოდექსი article 24 ე) ნასამართლევი პირი (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პირს სანქციის სახით შეფარდებული აქვს ჯარიმა); ვ) საქართველოს პარლამენტის წევრი, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების წევრები; ზ) საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს მთავრობის სხვა წევრი, მისი მოადგილე, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობათა ხელმძღვანელები, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობათა სხვა წევრები, მათი მოადგილეები; თ) მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრი, მუნიციპალიტეტის მერი, მისი მოადგილე, სახელმწიფო რწმუნებული; ი) საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, მისი მოადგილე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, მისი მოადგილე, საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი, მისი მოადგილე; კ) სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების, სამინისტროს დეპარტამენტის, სამმართველოს, საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი; |
საქართველოს საარჩევნო კოდექსი article 24 ლ) სამხედრო მოსამსახურე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის, ამავე სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, საქართველოს დაზვერვის სამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მოსამსახურე; |
საქართველოს საარჩევნო კოდექსი article 24 63. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სერტიფიცირების დებულებას დადგენილებით ამტკიცებს ცესკო. აღნიშნული სერტიფიცირების საგამოცდო ტესტები უნდა მოიცავდეს საკითხებს მხოლოდ საქართველოს ორგანული კანონიდან „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ და საუბნო საარჩევნო კომისიის რეგლამენტიდან, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ფუნქციების შესაბამისად. 64. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის სერტიფიკატის მოქმედების ვადაა შესაბამისი გამოცდის ჩაბარებიდან 5 წელი. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის სერტიფიკატის მოქმედების ვადის გაგრძელების პირობები განისაზღვრება ცესკოს დადგენილებით. 7. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად შეიძლება აირჩეს/დაინიშნოს საჯარო მოსამსახურე (გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ვ“−„ნ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირისა). მასზე არ გავრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნები თანამდებობრივი შეუთავსებლობის შესახებ. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად არჩევის/დანიშვნის შემთხვევაში საჯარო მოსამსახურეს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილების განხორციელების პერიოდში უჩერდება უფლებამოსილება მუდმივ სამუშაო ადგილას, რისთვისაც მას კანონით დადგენილი წესით ეძლევა ანაზღაურებისგარეშე შვებულება ან კუთვნილი ანაზღაურებადი შვებულება საკუთარი მოთხოვნის შესაბამისად. |
საქართველოს საარჩევნო კოდექსი article 24 მ) მოსამართლე, მისი თანაშემწე; ნ) პროკურატურის თანამშრომელი; ო) პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელი პირი; პ) პირი, რომელიც არჩევნების დანიშვნიდან იყო/არის საარჩევნო სუბიექტი/საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატი ან/და მისი წარმომადგენელი; ჟ) დამკვირვებელი ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირი, დამკვირვებელი; რ) შესაბამის საარჩევნო კომისიაში აკრედიტებული პრესის ან მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალების წარმომადგენელი. 61. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად ასევე არ შეიძლება აირჩეს პირი, რომელიც: ა) ბოლოს ჩატარებული ორი საერთო არჩევნებიდან ან ბოლოს ჩატარებული ორი შუალედური არჩევნებიდან რომელიმეს დანიშვნის შემდეგ იყო პარტიის მიერ დანიშნული საარჩევნო კომისიის წევრი, საარჩევნო სუბიექტი ან საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი; ბ) ბოლოს ჩატარებული საერთო არჩევნების წლის დასაწყისიდან ან ბოლოს ჩატარებული შუალედური არჩევნების წლის დასაწყისიდან იყო რომელიმე პარტიის შემომწირველი. 62. პარტიების შემომწირველთა შესახებ ინფორმაციის გადამოწმების მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ანტიკორუფციული ბიურო ცესკოს უზრუნველყოფს პარტიების შემომწირველთა შესახებ ელექტრონული მონაცემების ბაზის სათანადო ხელმისაწვდომობისა და გადამოწმების შესაძლებლობით. |