Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საქართველოს ტყის კოდექსი article 47 სამეურნეო ჭრის სახეები. 1. ტყეში მერქნის მოპოვების მიზნით ხორციელდება პირწმინდა და ამორჩევითი სამეურნეო ჭრები. 2. პირწმინდა სამეურნეო ჭრა არის ტყის განსაზღვრული უბნის ტერიტორიაზე არსებულ ტყის მერქნიან სახეობათა ერთდროული (პირწმინდა) მოჭრა. 3. პირწმინდა სამეურნეო ჭრის განხორციელება დასაშვებია კოლხეთის დაბლობის ტყეების (მათ შორის, დაცული კატეგორიის ტყის) მურყნარ (თხმელნარ) კორომებში, პლანტაციურ მეურნეობებსა და ტყის 6 გრადუსამდე დაქანების ფერდობებზე არსებულ აკაციის კორომებში. 4. ამორჩევითი სამეურნეო ჭრა არის ტყის განსაზღვრული უბნის ტერიტორიაზე შესაბამისი რაოდენობის ხეების ამორჩევითი ჭრის მეთოდით მოჭრა. ტყიდან მიღებული მერქნის მოცულობა, ჭრის განმეორების პერიოდის გათვალისწინებით, ტყის წლიურ ბუნებრივ შემატებას არ უნდა აჭარბებდეს. 5. სამეურნეო ჭრით მოსაჭრელი ტყის შემქმნელი სახეობების ოპტიმალური ხნოვანება დგინდება „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულებით. |