Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ article 22 სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების გასაცემად პირის შემოწმების პროცედურა. 1. სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების გასაცემად პირის შემოწმების პროცედურას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ატარებს ამ კანონის მე-20 მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის წარდგენიდან 3 თვის ვადაში, ამ კანონით, „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“, „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ და „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესით. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ვადა შესაძლებელია გაგრძელდეს, მაგრამ არაუმეტეს 3 თვისა, შემოწმების პროცედურის ჩამტარებელი სტრუქტურული ქვედანაყოფის ზემდგომი თანამდებობის პირის თანხმობით. 3. შემოწმების პროცედურის ჩატარების დროს დგინდება ამ კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ გარემოებათა არსებობა ან არარსებობა. 4. შემოწმების პროცედურის ჩამტარებელი ორგანოს დასკვნის გათვალისწინება სავალდებულოა იმ უფლებამოსილი პირისათვის, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების გაცემის შესახებ. |