Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 5
უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ article 8 11. საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე საქართველოს საიმიგრაციო ვიზის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე საიმიგრაციო ვიზის გასაცემად საჭირო დოკუმენტაციის მიღებას და სამგზავრო დოკუმენტში ვიზის დატანას ან საქართველოს ვიზის ელექტრონულად გაცემას უზრუნველყოფენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირები – იუსტიციის სახლი (შემდგომ − იუსტიციის სახლი) და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო (შემდგომ − სააგენტო) ან უზრუნველყოფს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. სააგენტოს ამ პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილება შესაძლებელია გადაეცეს მუნიციპალიტეტს დელეგირების ხელშეკრულების საფუძველზე. 1-1 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებას სახელმწიფო დარგობრივ ზედამხედველობას უწევს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ დადგენილი წესით. 1-1 პუნქტით გათვალისწინებული ორგანოების უფლებამოსილებათა განსაზღვრის მიზნით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და საქართველოს იუსტიციის სამინისტრო გამოსცემენ ერთობლივ ბრძანებას. |
უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ article 8 2. გარემოებები, რომელთა დადასტურება აუცილებელია საქართველოს ვიზის მისაღებად, ან/და დოკუმენტები, რომლებიც სავიზო განაცხადს უნდა დაერთოს, განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 3. საქართველოს ვიზის გამცემმა ორგანომ ვიზის მიღების მსურველი ან/და მისი წარმომადგენელი საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია გასაუბრებაზე მიიწვიოს. 4. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში უცხოელს მოეთხოვება მოწვევის წარდგენა. |
უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ article 8 7. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა და საკონსულო დაწესებულება მოკლევადიანი საქართველოს ვიზის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებენ შესაბამისი სავიზო განაცხადის წარდგენიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში. მოკლევადიანი საქართველოს ელექტრონული ვიზა გაიცემა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალური ვებგვერდის − e-VISA PORTAL-ის − მეშვეობით სავიზო განაცხადის წარდგენიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა. მოკლევადიანი საქართველოს ვიზის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების ვადა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოკლევადიანი საქართველოს ელექტრონული ვიზა გაიცემა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალური ვებგვერდის − e-VISA PORTAL-ის − მეშვეობით წარდგენილი სავიზო განაცხადის საფუძველზე, შეიძლება გახანგრძლივდეს 30 კალენდარული დღით, თუ საჭიროა სავიზო განაცხადის შემდგომი შემოწმება. მოკლევადიანი საქართველოს ვიზის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების ვადა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოკლევადიანი საქართველოს ელექტრონული ვიზა გაიცემა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალური ვებგვერდის − e-VISA PORTAL-ის − მეშვეობით წარდგენილი სავიზო განაცხადის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებში შეიძლება შემცირდეს 5 სამუშაო დღემდე ან უფრო მოკლე პერიოდამდე. მოკლევადიანი ელექტრონული ვიზის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალური ვებგვერდის − e-VISA PORTAL-ის − მეშვეობით წარდგენილი სავიზო განაცხადის საფუძველზე გაცემის ვადა 5 დღეზე მოკლე პერიოდამდე შეიძლება შემცირდეს ასევე საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ გადაუდებელ შემთხვევებში. |
უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ article 8 8. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა და საკონსულო დაწესებულება D კატეგორიის (გარდა D5 კატეგორიისა) საიმიგრაციო გრძელვადიანი საქართველოს ვიზის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებენ შესაბამისი სავიზო განაცხადის წარდგენიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში. D5 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზის გაცემის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება შესაბამისი სავიზო განაცხადის წარდგენიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში. საქართველოს 2014 წლის 14 ნოემბრის კანონი №2788 - ვებგვერდი, 26.11.2014წ. |
უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ article 8 საქართველოს ვიზის მიღებისათვის საჭირო პროცედურები. 1. საქართველოს ვიზის მისაღებად უცხოელი ავსებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნორმატიული აქტით დადგენილი ფორმის სავიზო განაცხადს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ელექტრონული ვიზის გასაცემად, გარდა საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე D კატეგორიის საიმიგრაციო ელექტრონული ვიზის გაცემის შემთხვევისა, უცხოელი ავსებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალურ ვებგვერდზე − e-VISA PORTAL-ზე − განთავსებულ სავიზო განაცხადს. |