FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 4

განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ

article  11

მხარდაჭერის სქემები.
1. სამინისტრო ამ კანონის შესაბამისად შეიმუშავებს მხარდაჭერის სქემებს და მათ დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს მთავრობას. მხარდაჭერის სქემა დამტკიცებამდე კონკურენციის პრინციპების გათვალისწინების მიზნით უნდა შეთანხმდეს სახელმწიფო დახმარების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით უფლებამოსილ სახელმწიფო ორგანოსთან. მხარდაჭერის სქემა აგრეთვე მოიცავს (მაგრამ არ შემოიფარგლება) საინვესტიციო დახმარებას, გადასახადისგან გათავისუფლებას ან მის შემცირებას, გადასახადის დაბრუნებას, განახლებად ენერგიასთან დაკავშირებული ვალდებულების მხარდაჭერის სქემებს, მათ შორის, იმ სქემებს, რომლებიც იყენებს მწვანე სერტიფიკატებსა და პირდაპირი ფასის მხარდამჭერ სქემებს, რომლებიც სპეციალურ მწვანე ტარიფსა და პრემიალურ ტარიფს მოიცავს.
განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ

article  11

2. ამ კანონით განსაზღვრული ვალდებულებების გათვალისწინებით, საქართველომ და ენერგეტიკული გაერთიანების სხვა, ერთმა ან რამდენიმე ხელშემკვრელმა მხარემ შეიძლება გადაწყვიტონ ნებაყოფლობითობის საფუძველზე თავიანთი ეროვნული მხარდაჭერის სქემების გაერთიანება ან ნაწილობრივ კოორდინაცია. ასეთ შემთხვევაში ენერგეტიკული გაერთიანების ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის, მათ შორის, საქართველოს, ტერიტორიაზე განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის განსაზღვრული რაოდენობა შეიძლება ჩაითვალოს ენერგეტიკული გაერთიანების ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის, მათ შორის, საქართველოს, სავალდებულო ეროვნული საერთო სამიზნე მაჩვენებლის გამოთვლისას, თუ ენერგეტიკული გაერთიანების დაინტერესებული ხელშემკვრელი მხარეები:
    ა) ამ კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად განახორციელებენ განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის განსაზღვრული რაოდენობის სტატისტიკურ ტრანსფერს ენერგეტიკული გაერთიანების ერთი ხელშემკვრელი მხარის, მათ შორის, საქართველოს, ტერიტორიიდან ენერგეტიკული გაერთიანების მეორე ხელშემკვრელი მხარის, მათ შორის, საქართველოს, ტერიტორიაზე;
განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ

article  11

ბ) დაადგენენ ენერგეტიკული გაერთიანების ხელშემკვრელ მხარეებთან, მათ შორის, საქართველოსთან, შეთანხმებულ განაწილების წესს განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის ენერგეტიკული გაერთიანების ხელშემკვრელ მხარეებს, მათ შორის, საქართველოს, შორის გასანაწილებლად. საქართველოს მთავრობამ ამ განაწილების წესის შესახებ უნდა შეატყობინოს ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს მისი ამოქმედების შემდეგ პირველი წლის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვისა.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ყოველი წლის დასრულებიდან 3 თვის ვადაში საქართველოს მთავრობამ ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს შეტყობინების მიზნით უნდა გაუგზავნოს წერილი, რომელშიც მითითებული იქნება მთელი წლის განმავლობაში განახლებადი წყაროებიდან წარმოებული ელექტროენერგიის, გათბობის ან გაგრილების საერთო რაოდენობა, რომელიც განაწილების წესს ექვემდებარება.
განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ

article  11

4. ამ კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასების მიზნებიდან გამომდინარე, რომელიც საერთო ეროვნულ სამიზნე მაჩვენებლებს შეეხება, განახლებადი წყაროებიდან წარმოებული ელექტროენერგიის, გათბობის ან გაგრილების რაოდენობა, რომლის შესახებ შეტყობინებაც ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს გაეგზავნა, შეტყობინებული განაწილების წესის შესაბამისად ხელახლა უნდა განაწილდეს  ენერგეტიკული გაერთიანების დაინტერესებულ ხელშემკვრელ მხარეებს, მათ შორის, საქართველოს, შორის.
5. ამ მუხლით დადგენილი წესის ანალოგიური წესით რეგულირდება საქართველოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ განხორციელებული ერთობლივი მხარდაჭერის სქემები.