Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საინვესტიციო ფონდების შესახებ article 51 ავტორიზებული საინვესტიციო ფონდების მიერ ინვესტიციების განხორციელებასა და სესხთან დაკავშირებული მოთხოვნები. 1. ამ თავით დგინდება ავტორიზებული საინვესტიციო ფონდების მიერ ინვესტიციების განხორციელების, აგრეთვე სესხის აღებისა და გაცემის წესები. 2. თუ ამ კანონის IX თავით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ამ თავით დადგენილი წესები აგრეთვე ვრცელდება UCITS-ის ფორმით შექმნილ ინვესტორ ფონდებზე. 3. ამ თავის საფუძველზე საინვესტიციო ფონდებისთვის დადგენილი წესები, შესაბამისი თავისებურებების გათვალისწინებით, აგრეთვე ვრცელდება ქოლგისებრი ფონდის თითოეულ ქვეფონდზე. ასეთ შემთხვევაში ქოლგისებრი ფონდის თითოეული ქვეფონდი ჩაითვლება დამოუკიდებელ საინვესტიციო ფონდად. |