FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ

article  15

საქართველოს ტერიტორიული ზღვა.
1. საქართველოს ტერიტორიული ზღვა არის 12 საზღვაო მილის სიგანის საზღვაო სარტყელი, რომელიც აკრავს საქართველოს სახმელეთო ტერიტორიას ან შიდა საზღვაო წყლებს. ტერიტორიული ზღვის სიგანე აითვლება საწყისი ხაზებიდან.
2. საქართველოს ტერიტორიული ზღვის დელიმიტაცია სხვა შავიზღვისპირა ქვეყნების ტერიტორიული ზღვისაგან ხორციელდება ამ ქვეყნებთან შეთანხმების საფუძველზე. თუ ასეთი შეთანხმება არ არსებობს, დელიმიტაცია ხორციელდება საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და ნორმების შესაბამისად.
3. საქართველოს ტერიტორიული ზღვის გარე საზღვარი არის საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.
4. საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში შექმნილი ხელოვნური კუნძულის ან/და ნახევარკუნძულის ფიზიკურ და კერძო სამართლის იურიდიულ პირებზე განკარგვა შესაძლებელია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში შექმნილ ხელოვნურ კუნძულზე ან/და ნახევარკუნძულზე ვრცელდება ამ კანონის 34-ე მუხლის მოთხოვნები.
საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ

article  15

5. საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში შექმნილ ხელოვნურ კუნძულს ან/და ნახევარკუნძულს არ აქვს კუნძულის ან/და ნახევარკუნძულის სტატუსი და თავისი ტერიტორიული ზღვა. საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში შექმნილი ხელოვნური კუნძულის ან/და ნახევარკუნძულის არსებობა გავლენას არ ახდენს საქართველოს ტერიტორიული ზღვის, განსაკუთრებული ეკონომიკური ზონისა და კონტინენტური შელფის საზღვრების დადგენაზე.