FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 4

ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ

article  7

ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ცნება.
1. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება არის ამ კანონით დადგენილი წესით უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს ან თანამდებობის პირის მოქმედება, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს ამ კანონის მე-3 მუხლით გათვალისწინებულ ამოცანათა შესრულებას.
2. ამ ამოცანათა შესასრულებლად ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოების მიერ ღიად ან კონსპირაციის წესების დაცვით გამოიყენება:
    ა) პირის გამოკითხვა;
    ბ) ცნობების შეგროვება და ვიზუალური კონტროლი;
    გ) საკონტროლო შესყიდვა;
    დ) კონტროლირებადი მიწოდება;
    ე) საგნებისა და დოკუმენტების გამოკვლევა;
    ვ) პიროვნების იდენტიფიკაცია (გაიგივება);
    ზ) დაკავებულის, დაპატიმრებულისა და მსჯავრდებულის კორესპონდენციის ცენზურა; თ) ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების მოპოვება;
    ი) (ამოღებულია - 01.08.2014, N2635);
    კ) დადგენილი წესით დანაშაულებრივ ჯგუფში საიდუმლო თანამშრომლის ან ოპერატიული მუშაკის ჩართვა;
    ლ) დადგენილი წესით კონსპირაციული ორგანიზაციის შექმნა.
ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ

article  7

მ) ინტერნეტურთიერთობის მონიტორინგი – გლობალურ საინფორმაციო ქსელში (ინტერნეტში) მიმდინარე ღია და  დახურული ხასიათის ინტერნეტურთიერთობებზე დაკვირვება და მათში მონაწილეობა, ასევე უკანონო კომპიუტერული მონაცემის მიღების სიტუაციის შექმნა, რომელიც ემსახურება დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობის დადგენას.
ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ

article  7

21. კონტროლირებადი მიწოდების განხორციელებისას შესაძლო ნივთიერი მტკიცებულება შესაძლებელია სრულად ან ნაწილობრივ ჩანაცვლდეს წინასწარ ნიშანდებული ან/და ყალბი (სიმულაციური) საგნით, დოკუმენტით, ნივთიერებით ან სხვა ობიექტით. ამ მიზნით დასაშვებია ყალბი (სიმულაციური) საგნის, დოკუმენტის, ნივთიერების ან სხვა ობიექტის სპეციალურად დამზადება, რის შესახებაც დგება ოქმი.
3. უგზო-უკვლოდ დაკარგული პირის ძებნისას, ბრალდებულის ან მსჯავრდებულის შესაბამის სახელმწიფო ორგანოში წარსადგენად ძებნისას, თუ ის თავს არიდებს მისთვის შეფარდებული იძულებითი ღონისძიების გამოყენებას ან დანიშნული სასჯელის მოხდას, დანაშაულის შედეგად დაკარგული ქონების ძებნისას ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელ ორგანოს უფლება აქვს:
    ა) ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიისგან ან საჯარო სამართლის იურიდიული პირისგან – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოსგან გამოითხოვოს ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე მუხლით დადგენილი წესით;
ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ

article  7

ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XVI1 თავით დადგენილი წესით მიმართოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოს მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრის მოქმედების განხორციელების შესახებ. 3 -1. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება მოსამართლის მიმართ ასევე შეიძლება განხორციელდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის განჩინებით, საქართველოს გენერალური პროკურორის მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე.
6. ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ღონისძიებების ჩამონათვალი შეიძლება შეიცვალოს ან შეივსოს მხოლოდ ამ კანონით.
7. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარებისას დგება ოქმი, რომელშიც აისახება, თუ რა პირობებში იქნა გამოყენებული ტექნიკური საშუალებები. ოქმი მიღებულ მასალებთან ერთად ინახება ამ კანონით დადგენილი წესების დაცვით.
8. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოს თანამდებობის პირი პირადად მონაწილეობს ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ღონისძიებების ჩატარებაში, ამასთან, მას უფლება აქვს გამოიყენოს კონკრეტული დარგის სპეციალისტების, აგრეთვე ცალკეულ პირთა ნებაყოფლობითი ღია ან ფარული დახმარება.