Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ article 25 საგადახდო დავალების უარყოფა. 1. თუ საგადახდო მომსახურების პროვაიდერი უარს ამბობს საგადახდო დავალების შესრულებაზე ან გადახდის ოპერაციის ინიციირებაზე, იგი ვალდებულია მომხმარებელს აცნობოს აღნიშნულის შესახებ. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია მიუთითოს უარის თქმის საფუძველი და მიაწოდოს ან სხვაგვარად გახადოს ხელმისაწვდომი იმ ფაქტობრივი ხარვეზების გამოსწორების პროცედურა, რომლებმაც განაპირობა უარის თქმა, თუ ასეთი ინფორმაციის მიწოდება შესაძლებელია. 2. საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია მომხმარებელს მიაწოდოს მასთან შეთანხმებული ფორმით ან სხვაგვარად გახადოს ეს ინფორმაცია მისთვის ხელმისაწვდომი შეძლებისდაგვარად მოკლე დროში, მაგრამ არაუგვიანეს საგადახდო დავალების შესრულების ვადისა. 3. ჩარჩოხელშეკრულება შეიძლება ითვალისწინებდეს პირობას, რომლის თანახმად საგადახდო მომსახურების პროვაიდერი უფლებამოსილია დააწესოს გონივრული ოდენობის საკომისიო მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც უარი ობიექტურად არის დასაბუთებული და იგი განპირობებულია მომხმარებლის მიზეზით. |
საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ article 25 4. თუ დაცულია გადამხდელსა და მის პროვაიდერს შორის ჩარჩოხელშეკრულებით დადგენილი მოთხოვნები, გადამხდელის ანგარიშის მომსახურე საგადახდო მომსახურების პროვაიდერს უფლება არ აქვს, უარი განაცხადოს ავტორიზებული საგადახდო დავალების შესრულებაზე, მიუხედავად იმისა, ის ინიციირებული იყო გადამხდელის მიერ (მათ შორის, გადახდის ინიციირების მომსახურების პროვაიდერის საშუალებით) თუ მიმღების მიერ ან მისი მეშვეობით, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 5. თუ შეთანხმებული დღისთვის გადამხდელს არ აქვს გადახდის ოპერაციის განსახორციელებლად საკმარისი თანხა, გადამხდელის პროვაიდერს უფლება აქვს, უარი თქვას საგადახდო დავალების შესრულებაზე, თუკი გადამხდელსა და მის პროვაიდერს შორის შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. აღნიშნული საფუძვლით საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მიერ საგადახდო დავალებაზე უარის თქმის შემთხვევაში არ მოქმედებს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული უფლება საკომისიოს დაწესების შესახებ. 6. უარყოფილი საგადახდო დავალება არ ჩაითვლება მიღებულად ამ კანონის 26-ე და 31-ე მუხლების მიზნებისთვის. |