Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ article 103 კიბერუსაფრთხოების ბიუროს კომპიუტერულ ინციდენტებზე დახმარების ჯგუფი. 1. თავდაცვის სფეროში შემავალ კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტზე განხორციელებული იმ კიბერშეტევის მართვას, რომელიც საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, სახელმწიფო ინტერესებსა და სახელმწიფოს თავდაცვისუნარიანობას, აგრეთვე ინფორმაციული უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული სხვა ინციდენტების მართვას და მასთან დაკავშირებულ საქმიანობას, რომელიც კიბერუსაფრთხოების პრიორიტეტული საფრთხეების აღმოფხვრას ემსახურება, ახორციელებს კიბერუსაფრთხოების ბიუროს კომპიუტერულ ინციდენტებზე დახმარების ჯგუფი. 2. კიბერუსაფრთხოების ბიუროს კომპიუტერულ ინციდენტებზე დახმარების ჯგუფისთვის პრიორიტეტული საფრთხეები და თავდაცვის სფეროში ამ ჯგუფის მოვალეობები განისაზღვრება ამ კანონის მე-8 მუხლით. 3. თავდაცვის სფეროში შემავალი კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის კომპიუტერული ინციდენტის იდენტიფიცირებისა და მასზე რეაგირების მიზნით კიბერუსაფრთხოების ბიუროს კომპიუტერულ ინციდენტებზე დახმარების ჯგუფი უფლებამოსილია: ა) ჰქონდეს წვდომა აღნიშნული კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის ქსელურ სენსორზე; |
ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ article 103 ბ) ჰქონდეს წვდომა აღნიშნული კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის ინფორმაციულ აქტივზე, ინფორმაციულ სისტემაზე ან/და ინფორმაციულ ინფრასტრუქტურაში შემავალ საგანზე, თუ ასეთი წვდომა აუცილებელია მიმდინარე ან მომხდარ კომპიუტერულ ინციდენტზე რეაგირებისთვის. 4. კიბერუსაფრთხოების ბიუროს კომპიუტერულ ინციდენტებზე დახმარების ჯგუფი კომპიუტერული ინციდენტის იდენტიფიცირების შემთხვევაში ინფორმაციული აქტივის უსაფრთხოების მიზნით ახორციელებს გადაუდებელ ღონისძიებებს, რომლებიც მოიცავს კომპიუტერულ ინციდენტზე რეაგირებას, მის შესწავლასა და აღწერას. კიბერუსაფრთხოების ბიუროს კომპიუტერულ ინციდენტებზე დახმარების ჯგუფი კომპიუტერული ინციდენტის შესწავლისა და აღწერის შემდეგ შეიმუშავებს და თავდაცვის სფეროში შემავალ კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტს წარუდგენს შესასრულებლად სავალდებულო მითითებებსა და რეკომენდაციებს. 5. თავდაცვის სფეროში შემავალი კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტი ვალდებულია გონივრულ ვადაში (არაუმეტეს 1 თვისა) მოახდინოს შესასრულებლად სავალდებულო მითითებაზე რეაგირება და განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები. განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას აღნიშნული კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტი წარუდგენს კიბერუსაფრთხოების ბიუროს კომპიუტერულ ინციდენტებზე დახმარების ჯგუფს. |
ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ article 103 საინფორმაციო-ტექნოლოგიურ ინფრასტრუქტურაში დაგეგმილი ცვლილებების წინასწარ შეთანხმების ვალდებულების შეუსრულებლობა. 1. პირველი კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის მიერ ამ კანონის 9-1 მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საინფორმაციო-ტექნოლოგიურ ინფრასტრუქტურაში დაგეგმილი ცვლილებების წინასწარ შეთანხმების ვალდებულების შეუსრულებლობა − გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი იმ პირველი კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის მიერ, რომელსაც ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დარღვევისთვის 1 წლის განმავლობაში შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელი, − გამოიწვევს დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით. |