FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ

article  203

1. მხილება შეიძლება განხორციელდეს წერილობით, ზეპირად, ელექტრონულად, ტელეფონით, ფაქსით, ანტიკორუფციული ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით ან სხვა საშუალებით.
2. მხილება შეიძლება ანონიმური იყოს.
3. თუ არ არსებობს მამხილებლის მიერ მისი ვინაობის გამჟღავნების წერილობით გამოხატული ნება, განცხადების განმხილველი ორგანო ვალდებულია არ გაამჟღავნოს მამხილებლის ვინაობა.
4. საჯარო მოსამსახურის მიერ ამ მუხლის მოთხოვნის ბრალეული დარღვევა, თუ ის დანაშაული ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევა არ არის, იწვევს დისციპლინურ პასუხისმგებლობას კანონით დადგენილი წესით.
5. ანტიკორუფციული ბიურო უფლებამოსილია მამხილებელს სამართლებრივი ან/და ფსიქოლოგიური დახმარება გაუწიოს და მხილების ფაქტთან დაკავშირებული ინფორმაცია, დოკუმენტი, მტკიცებულება მასზე რეაგირებისთვის სათანადო ორგანოს/თანამდებობის პირს გაუგზავნოს. ანტიკორუფციული ბიუროს მიერ ამ პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელების წესი დგინდება ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის ბრძანებით. საქართველოს 2014 წლის 2 აპრილის კანონი №2172 - ვებგვერდი, 14.04.2014წ.