Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 5
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი article 1553 თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის რეალიზაციისა და განლაგებისათვის დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა. 1. თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის რეალიზაცია (გარდა ამ მუხლის 8-1 და 8-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) იმ დაწესებულებაში, დაწესებულების საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც საქართველოს კანონმდებლობით აკრძალულია მისი რეალიზაცია, − 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით. 3. თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის განლაგების წესების დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით. 4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით. 5. თამბაქოს ნაწარმის რეალიზაცია (გარდა ამ მუხლის 6-1 და 6-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) ერთეული ღერებით ან ერთეული კოლოფით/შეფუთვით, თუ მასში 20 ღერ სიგარეტზე ნაკლებია ან მეტია, − გამოიწვევს დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით. 6. ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით. |
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი article 1553 61. თამბაქოს ნაწარმის სარეალიზაციოდ გატანა (პირველადი მიწოდება) ერთეული ღერებით ან ერთეული კოლოფით/შეფუთვით, თუ მასში 20 ღერ სიგარეტზე ნაკლებია ან მეტია, − გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. 62. ამ მუხლის 6-1 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით. 63. 50 ან 100 გრამი ნეტო-მასის გარდა, სხვა მასის პირველად საფუთავებში დაფასოებული თამბაქოს ნედლეულის, თამბაქოს ნარჩენების, საჩიბუხე თამბაქოს, ჩილიმისთვის განკუთვნილი თამბაქოს ან/და შესახვევი თუთუნის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით მიწოდება − გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით. 64. ამ მუხლის 6-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − 7. თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის 18 წლამდე ასაკის პირზე რეალიზაცია – გამოიწვევს დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით. 8. ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით. |
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი article 1553 81. თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის რეალიზაცია საგანმანათლებლო (ზოგადსაგანმანათლებლო, უმაღლეს საგანმანათლებლო, პროფესიულ საგანმანათლებლო), სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე 50 მეტრის რადიუსში (შესაბამისი დაწესებულების ტერიტორიის უახლოესი წერტილიდან) – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. 82. ამ მუხლის 8-1 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით. 9. თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის ელექტრონული ან მექანიკური მანქანის საშუალებით რეალიზაცია – გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, ელექტრონულ ან მექანიკურ მანქანაში არსებული თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის კონფისკაციით. 10. ამ მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით, ელექტრონულ ან მექანიკურ მანქანაში არსებული თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის კონფისკაციით. |
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი article 1553 11. თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის ინტერნეტით ან ფოსტით რეალიზაცია (საცალო ვაჭრობა) – გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით. 12. ამ მუხლის მე-11 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 4 000 ლარის ოდენობით. 13. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის უფასოდ ან თვითღირებულებაზე დაბალ ფასად რეალიზაცია – გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით. 14. ამ მუხლის მე-13 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – 15. თამბაქოს ნაწარმის ან თამბაქოს აქსესუარის რეალიზაცია შესაბამისი ობიექტიდან მისი სატრანსპორტო საშუალებაში მსხდომთათვის უშუალოდ მიწოდებით – გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით. 16. ამ მუხლის მე-15 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 4 000 ლარის ოდენობით. 17. თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის ვიტრინაზე, ვიტრაჟზე, დახლზე, თაროზე ან სხვაგვარად რეალიზაცია, ისე, რომ იგი ხილვადი იყოს შესაბამისი ობიექტის გარედან, – გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით. |
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი article 1553 18. ამ მუხლის მე-17 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 4 000 ლარის ოდენობით. 19. თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის ვიტრინაზე, ვიტრაჟზე, დახლზე, თაროზე ან სხვაგვარად რეალიზაცია, ისე, რომ იგი ხილვადი იყოს შესაბამისი ობიექტის შიგნიდან, – გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით. 20. ამ მუხლის მე-19 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 4 000 ლარის ოდენობით. |