FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ

article  664

უფლების მფლობელის გარანტიები ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციასთან მიმართებით.
1. უფლების მფლობელი უფლებამოსილია ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციას სამართავად გადასცეს საკუთარი უფლება, უფლებათა კონკრეტული კატეგორია. აღნიშნული ორგანიზაცია, თავის მხრივ, ვალდებულია მართოს მისთვის გადაცემული უფლება, უფლებათა კონკრეტული კატეგორია ან ნაწარმოების ან/და ამ კანონით დაცული სხვა ობიექტის სახეობა, თუ იგი/ისინი თანხვედრაშია მისი საქმიანობის ფარგლებთან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს ორგანიზაცია ობიექტურად დასაბუთებული მიზეზის საფუძველზე უარს იტყვის უფლების მართვაზე. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის მიერ ამ მუხლის შესაბამისად უფლების მართვაზე უარის თქმის საფუძვლები განსაზღვრული უნდა იყოს ამავე ორგანიზაციის წესდებით.
2. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია უფლებამოსილია ნებისმიერ უფლებაზე, უფლებათა კონკრეტულ კატეგორიაზე, სასურველი ნაწარმოების ან/და ამ კანონით დაცული სხვა ობიექტის სახეობაზე გასცეს არაკომერციული მიზნით გამოყენების ლიცენზია შესაბამისი უფლების მფლობელის წინასწარი თანხმობის არსებობის შემთხვევაში.
საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ

article  664

3. უფლების მფლობელი უფლებამოსილია შეწყვიტოს ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად უფლებების სამართავად გადაცემასთან დაკავშირებით დადებული ხელშეკრულება სრულად ან მისთვის სასურველ ფარგლებში, აგრეთვე უფლების მფლობელი (მათ შორის, ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის არაწევრი უფლების მფლობელი) უფლებამოსილია ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციისგან გამოითხოვოს ნებისმიერი უფლება, უფლებათა კონკრეტული კატეგორია ან უფლების კატეგორიათა ჯგუფები, დაკავშირებული სასურველი ნაწარმოების ან/და ამ კანონით დაცული სხვა ობიექტის სახეობასთან (გარდა ამავე კანონის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტით, მე-18 მუხლის მე-7 პუნქტით (ნაწარმოების კაბელით ხელახალი გადაცემის შემთხვევაში), მე-20 მუხლის მე-3 პუნქტით, 21-ე მუხლის მე-3 პუნქტით, 34-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 51-ე მუხლის მე-3 პუნქტითა და 52-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული უფლებებისა), აღნიშნულის თაობაზე ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციისთვის წერილობითი შეტყობინების გაგზავნიდან არანაკლებ 6 თვის ვადაში. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია უფლებამოსილია დაადგინოს, რომ ამ პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების შეწყვეტა ან ხელშეკრულებიდან გასვლა ან ნებისმიერი უფლების, უფლებათა კონკრეტული კატეგორიის ან უფლების კატეგორიათა ჯგუფების გამოთხოვა ძალაში შევიდეს მიმდინარე კალენდარული წლის დასრულების შემდეგ. უფლების მფლობელის მიერ  ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად გადაცემული უფლებამოსილების მართვის შეწყვეტის შესახებ მოთხოვნა აღნიშნულ ორგანიზაციას უნდა წარედგინოს მომავალი კალენდარული წლის დაწყებამდე 6 თვით ადრე.
საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ

article  664

4. უფლების მფლობელს უნარჩუნდება იმ ჰონორარის მოთხოვნის უფლება, რომელიც ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველმა ორგანიზაციამ მის სახელზე შეაგროვა გაცემული ნებართვის ან ლიცენზიის შეწყვეტამდე ან ასეთი მოთხოვნის წაყენებამდე.
5. უფლების მფლობელის მიერ ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებისას ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციას უფლება არ აქვს, უფლების მფლობელს შეუზღუდოს საკუთარი ქონებრივი უფლებების უცხო ქვეყნის ანალოგიური ორგანიზაციისთვის სამართავად გადაცემის უფლება.
6. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია ვალდებულია უფლების მფლობელისგან ქონებრივი უფლებების სამართავად ნებართვის მიღებამდე მიაწოდოს მას ინფორმაცია მისი უფლებების, მათ შორის, ამ მუხლის პირველი−მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული  უფლებების,  შესახებ.
7. დაუშვებელია, ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველმა ორგანიზაციამ უარი თქვას ქონებრივი უფლებების მართვაზე, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული  შემთხვევებისა.