FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 4

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

article  2113

დამცავი ორდერის გამოცემისა და გასაჩივრების წესი.
1. ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი პირის მიმართვის საფუძველზე სასამართლოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად შესაძლებელია დროებითი ღონისძიების სახით გამოიცეს დამცავი ორდერი. 2. განცხადება დამცავი ორდერის გამოცემის მოთხოვნის თაობაზე განიხილება პირველი ინსტანციის სასამართლოში მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ამ კოდექსით დადგენილი წესით, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი.
3. განცხადება დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე წარმოდგენილი უნდა იყოს წერილობითი ფორმით. იგი უნდა შეიცავდეს:
    ა) განცხადების შემტანი პირის სახელს, გვარს;
    ბ) განცხადების შემტანი პირის საცხოვრებელი ადგილის მისამართს; ბ-1) მოძალადის საცხოვრებელი ან/და სამუშაო ადგილის მისამართსა და ტელეფონის (მათ შორის, მობილურის) ნომერს, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
    გ) ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტის აღწერას;
    დ) ცნობებს მოძალადისა და მსხვერპლის, მათი ურთიერთკავშირის შესახებ;
    ე) მტკიცებ ულებათა ჩამონათვალს;
    ვ) დამცავი ორდერის გამოცემის მოთხოვნას;
    ზ) მსხვერპლის ან დამცავი ორდერის გამოცემის მოთხოვნის უფლების მქონე სხვა პირის ხელმოწერას.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

article  2113

4. სასამართლო განცხადების სასამართლოს კანცელარიაში დადგენილი წესით რეგისტრაციიდან 10 დღის ვადაში განიხილავს მას და იღებს გადაწყვეტილებას დამცავი ორდერის გამოცემის, გაუქმების, მოქმედების ვადის გაგრძელების ან გამოცემაზე უარის თქმის შესახებ. 5. სასამართლო განცხადების სასამართლოს კანცელარიაში დადგენილი წესით რეგისტრაციიდან 24 საათის განმავლობაში განცხადებასა და თანდართულ მასალებს უგზავნის იმ პირს, რომლის მიმართაც არის შეტანილი განცხადება, აგრეთვე აძლევს მას უფლებას წარადგინოს მტკიცებულებები. პირი, რომლის მიმართაც არის შეტანილი განცხადება, უფლებამოსილია წერილობით უპასუხოს განცხადებაში მითითებულ საკითხებს და წარადგინოს მტკიცებულებები სასამართლო უწყების მიღებიდან 3 დღის ვადაში.
51. მოსამართლე უფლებამოსილია მხარის (არასრულწლოვნის შემთხვევაში – მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს) ან საკუთარი ინიციატივით საქმე განიხილოს დახურულ სასამართლო სხდომაზე.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

article  2113

52. „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში სასამართლო ასევე განიხილავს არასრულწლოვანთან მოძალადე მშობლის (მშობლების) ურთიერთობის საკითხს. არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის კვალის არსებობისას სასამართლოს წინაშე შეიძლება დაისვას არასრულწლოვნის მოძალადე მშობლისაგან (მშობლებისაგან) განცალკევების საკითხი. აღნიშნულის თაობაზე, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, სასამართლო დროებითი ღონისძიების სახით იღებს განკარგულებას მიმართვიდან 24 საათის განმავლობაში.
6. ამ მუხლით განსაზღვრული, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში, მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში. ამ გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს გამოცემული დამცავი ორდერის მოქმედებას. საჩივართან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ამ მუხლით დადგენილი წესით იღებს სააპელაციო სასამართლო საჩივრის წარდგენიდან 7 დღის ვადაში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
7. მხარეთა გამოუცხადებლობა არ აფერხებს ამ მუხლით გათვალისწინებული საკითხების განხილვას შესაბამის სასამართლოში.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

article  2113

71. ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთასთან, ძალადობის მსხვერპლთა დაცვასთან და დახმარებასთან დაკავშირებით მიღებული სასამართლო გადაწყვეტილება მიღებიდან 24 საათის განმავლობაში გადაეცემა მხარეებს. ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვასთან და დახმარებასთან დაკავშირებით მიღებული სასამართლო გადაწყვეტილება დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესაძლო დარღვევაზე რეაგირებისათვის, მიღებიდან ასევე 24 საათის განმავლობაში ეგზავნება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს შესაბამის საუბნო სამსახურს მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. თუ დამცავი ორდერით გათვალისწინებული საკითხი არასრულწლოვანს შეეხება, აღნიშნული სასამართლო გადაწყვეტილება ეგზავნება აგრეთვე მეურვეობისა და მზრუნველობის შესაბამის ადგილობრივ ორგანოს, ხოლო თუ სასამართლო გადაწყვეტილება იარაღთან დაკავშირებულ საკითხებს შეეხება – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს.