FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი

article  29

სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელების შედეგების შემდგომი ანალიზი. შესაბამისი შესაძლებლობის არსებობისა და საჭიროების შემთხვევაში სააგენტო თავის ხელთ არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით უზრუნველყოფს სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელებით გამოწვეული გარემოზე მნიშვნელოვანი ზემოქმედების დამოუკიდებელი ანალიზის ჩატარებას და აღნიშნული ანალიზის შედეგების ცენტრისთვის მიწოდებას. ცენტრი საზოგადოების ინფორმირების მიზნით უზრუნველყოფს სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელების შედეგების შემდგომი ანალიზის შედეგების გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე სისტემურად განთავსებას. ამ მუხლით გათვალისწინებული სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელების შედეგების შემდგომი ანალიზის ჩატარების პროცედურა მტკიცდება მინისტრის ბრძანებით „სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელების შედეგების შემდგომი ანალიზის ჩატარების შესახებ“.