Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი article 1 საქართველოს პარლამენტის საქმიანობის პრინციპები და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი. 1. საქართველოს პარლამენტი (შემდგომ − პარლამენტი) არის ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც ახორციელებს საკანონმდებლო ხელისუფლებას, განსაზღვრავს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს, საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ ფარგლებში კონტროლს უწევს საქართველოს მთავრობის საქმიანობას და ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს. 2. პარლამენტის საქმიანობის ძირითადი პრინციპებია: ა) ხალხის ინტერესების უზენაესობა; ბ) მრავალპარტიულობა; გ) წარმომადგენლობითი პროპორციულობის დაცვა; დ) საკითხების თავისუფალი და კოლეგიური განხილვა და გადაწყვეტა; ე) საქართველოს კანონმდებლობის განუხრელი დაცვა; ვ) საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების დაცვა და პატივისცემა; ზ) საჯაროობა; თ) გამჭვირვალობა და ხელმისაწვდომობა. 3. პარლამენტის სამუშაო ენა არის ქართული. 4. პარლამენტის რეგლამენტი (შემდგომ − რეგლამენტი) არის კანონის ძალის მქონე საკანონმდებლო აქტი, რომელიც განსაზღვრავს პარლამენტის უფლებამოსილებებს, სტრუქტურასა და მუშაობის წესს. |