Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 7
შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ article 8 5. შენობაში გათბობის/ჰაერის კონდიცირების სისტემების ყოველი ინსპექტირების შემდეგ უნდა შედგეს გათბობის/ჰაერის კონდიცირების სისტემების ინსპექტირების ანგარიში. ეს ანგარიში გადაეცემა შენობის მესაკუთრეს ან დამქირავებელს/მოიჯარეს. ინსპექტირების ანგარიში მოიცავს ინსპექტირების შედეგებს და ინსპექტირებული სისტემების ენერგოეფექტურობის ხარჯეფექტური გაუმჯობესების შესახებ რეკომენდაციებს. 6. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია ამ მუხლის პირველი−მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული ინსპექტირების ალტერნატივის სახით შეიმუშაოს რეკომენდაციები გათბობის ქვაბის გამოცვლის, გათბობის სისტემაში სხვადასხვა ცვლილების განხორციელებისა და გათბობის ქვაბის ეფექტურობისა და სიმძლავრის შესაფასებლად საკითხის ალტერნატიული გადაწყვეტის − ალტერნატიული ღონისძიებების გამოყენების შესახებ. 7. გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების ინსპექტირების ალტერნატიული ღონისძიებების გამოყენების შემთხვევაში უნდა მომზადდეს ანგარიში ამ ღონისძიებების შედეგების რეგულარულ შემოწმებასთან შესაბამისობის შესახებ და იგი უნდა წარედგინოს ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს. |
შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ article 8 შენობაში არსებული გათბობის სისტემის პერიოდული ინსპექტირება. 1. შენობაში არსებული გათბობის სისტემის პერიოდული ინსპექტირების განხორციელების წესი მტკიცდება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით. 2. პერიოდული ინსპექტირების ობიექტია 70 კვტ-ზე მეტი ეფექტური ნომინალური სიმძლავრის გათბობის სისტემისა და კომბინირებული სივრცის გათბობისა და ვენტილაციის სისტემების ხელმისაწვდომი ნაწილები. 3. შენობაში არსებული გათბობის სისტემის პერიოდულ ინსპექტირებას დამოუკიდებელ ექსპერტთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე შენობის ან შენობის ნაწილის მესაკუთრე ახორციელებს. თუ გათბობის სისტემის მესაკუთრე შენობის ან შენობის ნაწილის მესაკუთრე არ არის, ამ სისტემის პერიოდული ინსპექტირების განხორციელების ვალდებულება აღნიშნული სისტემის მესაკუთრეს ეკისრება. 4. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია დაადგინოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შენობაში არსებული გათბობის სისტემის პერიოდული ინსპექტირების განხორციელების წესის ალტერნატიული წესი. ამის თაობაზე იგი ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს წინასწარ ანგარიშს წარუდგენს. |
შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ article 8 5. არასაცხოვრებელი შენობა, სადაც 290 კვტ-ზე მეტი ეფექტური ნომინალური სიმძლავრის გათბობის სისტემა ან კომბინირებული სივრცის გათბობისა და ვენტილაციის სისტემები არსებობს, 2028 წლისთვის აღჭურვილი უნდა იყოს შენობის ავტომატიზაციისა და კონტროლის სისტემებით, თუ ეს ტექნიკურად და ეკონომიკურად შესაძლებელია. შენობის ავტომატიზაციისა და კონტროლის სისტემებმა უნდა უზრუნველყოს: ა) ენერგიის მოხმარების მუდმივი მონიტორინგი, აღრიცხვა, ანალიზი და რეგულირება; ბ) შენობის ენერგოეფექტურობის ნიშნულთან შესაბამისობა, შენობის საინჟინრო-ტექნიკური უზრუნველყოფის სისტემების ენერგოეფექტურობის დანაკარგის გამოვლენა და შენობის ან ობიექტის ტექნიკური მართვისთვის პასუხისმგებელი პირისთვის ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების შესაძლებლობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება; გ) შენობის საინჟინრო-ტექნიკური უზრუნველყოფის სისტემებსა და სხვა მოწყობილობებთან დაკავშირება, კომუნიკაცია და თავსებადობა. 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში შენობაში არსებული გათბობის სისტემა პერიოდულ ინსპექტირებას არ ექვემდებარება. |
შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ article 8 7. შენობაში არსებული გათბობის სისტემის პერიოდული ინსპექტირების შემდეგ უნდა შედგეს გათბობის სისტემის პერიოდული ინსპექტირების ანგარიში, რომელიც შენობის ან შენობის ნაწილის მესაკუთრეს ან დამქირავებელს/მოიჯარეს გადაეცემა. გათბობის სისტემის პერიოდული ინსპექტირების ანგარიში მოიცავს ინსპექტირების შედეგებსა და ინსპექტირებული სისტემის ენერგოეფექტურობის ხარჯეფექტური გაუმჯობესების შესახებ რეკომენდაციებს. |
შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ article 8 -1. შენობაში არსებული ჰაერის კონდიცირების სისტემის პერიოდული ინსპექტირება. 1. შენობაში არსებული ჰაერის კონდიცირების სისტემის პერიოდული ინსპექტირების განხორციელების წესი მტკიცდება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით. 2. პერიოდული ინსპექტირების ობიექტია 70 კვტ-ზე მეტი ეფექტური ნომინალური სიმძლავრის ჰაერის კონდიცირების სისტემისა და კომბინირებული ჰაერის კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემების ხელმისაწვდომი ნაწილები. 3. შენობაში არსებული ჰაერის კონდიცირების სისტემის პერიოდულ ინსპექტირებას დამოუკიდებელ ექსპერტთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე შენობის ან შენობის ნაწილის მესაკუთრე ახორციელებს. თუ ჰაერის კონდიცირების სისტემის მესაკუთრე შენობის ან შენობის ნაწილის მესაკუთრე არ არის, ამ სისტემის პერიოდული ინსპექტირების განხორციელების ვალდებულება აღნიშნული სისტემის მესაკუთრეს ეკისრება. 4. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია დაადგინოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შენობაში არსებული ჰაერის კონდიცირების სისტემის პერიოდული ინსპექტირების განხორციელების წესის ალტერნატიული წესი. ამის თაობაზე იგი ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს წინასწარ ანგარიშს წარუდგენს. |
შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ article 8 5. არასაცხოვრებელი შენობა, სადაც 290 კვტ-ზე მეტი ეფექტური ნომინალური სიმძლავრის ჰაერის კონდიცირების სისტემა ან კომბინირებული ჰაერის კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემები არსებობს, 2028 წლისთვის აღჭურვილი უნდა იყოს შენობის ავტომატიზაციისა და კონტროლის სისტემებით, თუ ეს ტექნიკურად და ეკონომიკურად შესაძლებელია. შენობის ავტომატიზაციისა და კონტროლის სისტემებმა უნდა უზრუნველყოს: ა) ენერგიის მოხმარების მუდმივი მონიტორინგი, აღრიცხვა, ანალიზი და რეგულირება; ბ) შენობის ენერგოეფექტურობის ნიშნულთან შესაბამისობა, შენობის საინჟინრო-ტექნიკური უზრუნველყოფის სისტემების ენერგოეფექტურობის დანაკარგის გამოვლენა და შენობის ან ობიექტის ტექნიკური მართვისთვის პასუხისმგებელი პირისთვის ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების შესაძლებლობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება; გ) შენობის საინჟინრო-ტექნიკური უზრუნველყოფის სისტემებსა და სხვა მოწყობილობებთან დაკავშირება, კომუნიკაცია და თავსებადობა. 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში შენობაში არსებული ჰაერის კონდიცირების სისტემა პერიოდულ ინსპექტირებას არ ექვემდებარება. |
შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ article 8 შენობებში გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების ინსპექტირება. 1. შენობებში გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების რეგულარული ინსპექტირების წესები მტკიცდება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით. 2. რეგულარული ინსპექტირების ობიექტებია 70 კვტ-ზე მეტი ეფექტური ნომინალური სიმძლავრის გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების ხელმისაწვდომი ნაწილები. მათი ინსპექტირება რეგულირდება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ნორმატიული აქტით. 3. ინსპექტირება უნდა მოიცავდეს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების ეფექტურობისა და სიმძლავრის შეფასებას შენობის გათბობისა და გაგრილების მოთხოვნების მიმართ. სიმძლავრის განმეორებით შეფასება გათბობის/ჰაერის კონდიცირების სისტემაში ცვლილების განხორციელებამდე ან შენობის გათბობის/გაგრილების მოთხოვნების შეცვლამდე საჭირო არ არის. 4. შენობაში გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების ინსპექტირება შენობის მესაკუთრის ვალდებულებაა და ხორციელდება დამოუკიდებელ ექსპერტთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. |