Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 7
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ article 60 ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის წესები. 1. ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის ოპერირება და მართვა ხორციელდება ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის წესებითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით დადგენილი წესით. 2. ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის წესები ადგენს: ა) ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის უსაფრთხოებისთვის საჭირო საოპერაციო მოთხოვნებს ამ კანონის 97-ე მუხლით განსაზღვრული ტექნიკური წესებით დადგენილი ელექტროენერგიის ტექნიკური ხარისხის მოთხოვნების შესაბამისად; ბ) ელექტროენერგეტიკული სისტემის ოპერირების პროცედურებს ნორმალურ და საგანგებო რეჟიმებში, გაუმართაობის პირობებში, ფორსმაჟორულ სიტუაციებში და სხვა სახის შეფერხებების დროს, შესაბამისი სამართლებრივი აქტებით დადგენილი ავარიული მართვისა და მიწოდების უსაფრთხოების წესების გათვალისწინებით; გ) ელექტროენერგიის გადამცემ სისტემასთან მესამე პირის დაშვების პროცედურას, წესსა და პირობებს, მათ შორის, ამ კანონის 57-ე და 58-ე მუხლების შესაბამისად, მესამე პირის დაშვებასთან დაკავშირებით გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ გასაწევ მომსახურებას; დ) ამ კანონის 59-ე მუხლის შესაბამისად ელექტროენერგიის გადამცემ ქსელთან მიერთების პროცედურასა და პირობებს, მათ შორის: დ.ა) ელექტროენერგიის გადამცემ ქსელთან მიერთების წინაპირობებს; |
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ article 60 დ.ბ) ელექტროენერგიის აღრიცხვის მეთოდს, აღრიცხვის მოწყობილობის ფუნქციურ მოთხოვნებსა და სიზუსტის კლასს ტექნიკური წესებით, ამ კანონის 97-ე მუხლისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად; დ.გ) მიერთების წერტილში ან სხვა, განსაზღვრულ საანგარიშსწორებო აღრიცხვის წერტილში არსებულ აღრიცხვის მოწყობილობაზე საკუთრების უფლებას; დ.დ) ელექტროენერგიის გადამცემ ქსელთან მიერთებასთან დაკავშირებულ გადამცემი სისტემის ოპერატორისა და სისტემით მოსარგებლის უფლებებსა და ვალდებულებებს; |
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ article 60 ე) დისპეტჩერიზაციის წესსა და პირობებს, მათ შორის, გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ დისპეტჩერიზაციასთან დაკავშირებით გასაწევ მომსახურებას, რომლის დროსაც უზრუნველყოფილი უნდა იქნეს არსებული წარმოების ობიექტების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ან/და ტრანსსასაზღვრო გადადინების შედეგად მიღებული ელექტროენერგიის ეკონომიკური უპირატესობის (ელექტროენერგიის მიწოდების წყაროების დახარისხება ეკონომიკური კრიტერიუმის მიხედვით) და ელექტროენერგეტიკული სისტემის ტექნიკური შეზღუდვების გათვალისწინება. თუ განხორციელებულია ამ კანონის 37-ე მუხლის შესაბამისი ღონისძიებები, ელექტროენერგიის წარმოების ობიექტების დისპეტჩერიზაციისას უპირატესობა შეიძლება მიენიჭოს იმ ობიექტებს, რომლებიც ელექტროენერგიას განახლებადი ენერგიის წყაროების მეშვეობით აწარმოებენ ან/და ელექტროენერგიისა და თბოენერგიის კომბინირებულ წარმოებას ახორციელებენ; ვ) ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელთან ან ელექტროენერგიის გადამცემ ქსელთან მიერთებული ობიექტების ელექტრულ ქსელთან მიერთების ზოგად წესებსა და პირობებს, ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის წესებისა და სხვა მოქმედი წესების შესაბამისად, იმდენად, რამდენადაც აღნიშნული აუცილებელია ელექტროენერგეტიკული სისტემის დისპეტჩერიზაციისთვის; |
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ article 60 ზ) ელექტროენერგეტიკული სისტემის დაბალანსების პირობებს, რომლებიც სისტემის რეალურ საჭიროებებს ასახავს და გადამცემი სისტემის ოპერატორის ხელთ არსებულ უმცირესი ღირებულების რესურსებს ითვალისწინებს. დაბალანსების წესები უნდა იყოს ობიექტური, არადისკრიმინაციული, გამჭვირვალე და საბაზრო პრინციპებზე დაფუძნებული; თ) ელექტროენერგიის ბალანსის შემუშავების წესს. ელექტროენერგიის ბალანსით განისაზღვრება ელექტროენერგიის წარმოებისა და სისტემაში მიწოდებისა და მოთხოვნის საპროგნოზო მონაცემები და იგი გამოიყენება დისპეტჩერიზაციისა და დაბალანსების მიზნებისთვის. ელექტროენერგიის ბალანსი შემუშავდება და განახლდება პერიოდულად, ურთიერთდაკავშირებული სისტემების ოპერატორებსა და სხვა შესაბამის სისტემით მოსარგებლეებთან თანამშრომლობით და ქვეყნდება გადამცემი სისტემის ოპერატორის ვებგვერდზე; ი) ელექტროენერგიის ტრანსსასაზღვრო გადადინების მართვის წესს ამ კანონის 61-ე მუხლის შესაბამისად; კ) სიმძლავრის განაწილების, მათ შორის, ელექტროენერგიის ტრანსსასაზღვრო გადაცემის სიმძლავრის განაწილებისა და გამოყენების, წესს ამ კანონის 62-ე მუხლის შესაბამისად; ლ) ელექტროენერგიის გადამცემ ქსელში გადატვირთვის მართვის წესს ამ კანონის 63-ე მუხლის შესაბამისად; |
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ article 60 მ) დამხმარე მომსახურების შესყიდვისა და ელექტროენერგიის სასისტემო მომსახურების გაწევის კრიტერიუმებს, მეთოდებსა და წესებს; ნ) ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის ოპერირებისა და განვითარების დაგეგმვის პროცედურას, კრიტერიუმებსა და მეთოდოლოგიას; ო) სიმძლავრისა და ელექტროენერგიის გადამცემ ქსელში მიწოდებული და გადაცემული ელექტროენერგიის მოცულობის აღრიცხვის პროცედურასა და წესს; პ) ელექტროენერგიის გადამცემი ქსელით ელექტროენერგიის მიწოდების წყვეტებთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების წესს; ჟ) გადამცემი სისტემის ოპერატორისა და სისტემით მოსარგებლის იმ უფლებებსა და მოვალეობებს, რომლებიც ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის ოპერირებასა და მართვას უკავშირდება; რ) გადაცემასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევის, მათ შორის, ელექტროენერგიის გადამცემ ქსელთან მიერთებასთან (მიერთების სტანდარტული ხელშეკრულების შესაბამისად) და ელექტროენერგიის გადაცემასთან (ელექტროენერგიის გადაცემის სტანდარტული ხელშეკრულების შესაბამისად) დაკავშირებული სახელშეკრულებო ურთიერთობების ზოგად წესებსა და პირობებს; |
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ article 60 ს) გადამცემი სისტემის ოპერატორის შიდაორგანიზაციულ დონეზე ელექტროენერგიის გადაცემის ხელშეკრულებებიდან ან ელექტროენერგიის გადამცემ ქსელთან დაშვებასთან, ელექტროენერგიის გადამცემ ქსელთან მიერთებასთან ან მის გამოყენებასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობებიდან გამომდინარე საჩივრებისა და დავების განხილვისა და გადაწყვეტის წესს; ტ) გადამცემი სისტემის ოპერატორის ხელთ არსებული, ელექტროენერგეტიკული სისტემის ოპერირებისა და მართვისთვის და ელექტროენერგიის ბაზრის ორგანიზებისთვის საჭირო მონაცემებისა და ინფორმაციის გამოქვეყნების მეთოდს, მათ შორის, ყველა შესაბამისი პუნქტის განმარტებას და ამ კანონის 54-ე მუხლის შესაბამისად ინფორმაციის გამოქვეყნების გრაფიკს; უ) ელექტროენერგიის ურთიერთდაკავშირებული სისტემების სხვა ოპერატორებთან მონაცემებისა და ინფორმაციის გაცვლის მეთოდს; ფ) ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის ოპერირებისა და მართვისთვის საჭირო მონაცემებისა და ინფორმაციის გადამცემი სისტემის ოპერატორისთვის მიწოდების წესს ამ კანონის 55-ე მუხლის შესაბამისად; ქ) გადამცემი სისტემის ოპერატორის კომპეტენციის ფარგლებში ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებელ ზომებსა და ელექტროენერგიის მიწოდების უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს; |
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ article 60 ღ) ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის ოპერირებასა და მართვასთან დაკავშირებულ სხვა წესებსა და პირობებს. 3. ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის წესებს შეიმუშავებს გადამცემი სისტემის ოპერატორი, ხოლო გადასინჯავს და ამტკიცებს კომისია. კომისიას ცვლილებები შეაქვს ამ წესებში გადამცემი სისტემის ოპერატორის შუამდგომლობით ან თავისი ინიციატივით − გადამცემი სისტემის ოპერატორთან კონსულტაციის შემდეგ. გადამცემი სისტემის ოპერატორი უზრუნველყოფს ყველა დაინტერესებულ პირთან კონსულტაციის გავლას და ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის წესების შემუშავების პროცესში მათ სათანადო მონაწილეობას. გადამცემი სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის წესების პროექტის ენერგეტიკული გაერთიანების კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით რეკომენდაციისთვის მიმართოს ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს. გადამცემი სისტემის ოპერატორი მოქმედებს ამ კანონის 97-ე მუხლით გათვალისწინებული ტექნიკური წესებისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე სამართლებრივი აქტების შესაბამისად. 4. ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის წესები ქვეყნდება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და გადამცემი სისტემის ოპერატორის ვებგვერდზე. |