Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 9
საქართველოს საგადასახადო კოდექსი article 173 საქონლის იმპორტის დღგ-ისგან გათავისუფლება. დღგ-ისგან გათავისუფლებულია: ა) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დადგენილი ნუსხის მიხედვით: ა.ა) სამკურნალო/ფარმაცევტული მიზნისთვის განკუთვნილი სეს ესნ-ის 28-ე და 29-ე ჯგუფებით გათვალისწინებული ნედლეულის ან/და სუბსტანციების იმპორტი; ა.ბ) სამკურნალო/სამედიცინო მიზნისთვის განკუთვნილი საქონლის იმპორტი; ა.გ) ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის, აგრეთვე მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის გადაადგილებისთვის აუცილებელი საქონლის იმპორტი; ა.დ) ჩვილ ბავშვთა კვების პროდუქტების ან/და ბავშვთა ჰიგიენის ნაწარმის იმპორტი; ა.ე) სეს ესნ-ის 9619 00 კოდით გათვალისწინებული საქონლის იმპორტი; ბ) სეს ესნ-ის 30-ე ჯგუფით გათვალისწინებული საქონლის იმპორტი; |
საქართველოს საგადასახადო კოდექსი article 173 გ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ რეგისტრირებული სეს ესნ-ის 2844 კოდით გათვალისწინებული რადიოფარმპრეპარატების, სეს ესნ-ის 8419 20 000 00, 9001 30 000 00, 9001 40 და 9001 50 კოდებით, სეს ესნ-ის 9018–9022 კოდებით (გარდა 9022 29 000 00 კოდისა), 9025 11 200 00 და 9402 90 000 00 კოდებით გათვალისწინებული საქონლის, სეს ესნ-ის 8713 და 8714 20 000 00 კოდებით გათვალისწინებული ეტლებისა და მათი ნაწილების და საკუთნოების, სამედიცინო დანიშნულების რენტგენის ფირების, სამედიცინო დანიშნულების სადიაგნოსტიკო ტესტ-სისტემების, გლუკომეტრების (რომელთა ტესტ-სისტემები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერაა რეგისტრირებული) იმპორტი; დ) სეს ესნ-ის 4801, 4802 55, 4802 61 150 00 და 4810 22 კოდებით გათვალისწინებული საქონლის იმპორტი; |
საქართველოს საგადასახადო კოდექსი article 173 ე) სეს ესნ-ის 1211 90 860 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციით გათვალისწინებული ძირტკბილას ფესვების, 1211 20 000 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციებში მითითებული საქონლის, 1301 20 000 00 და 1301 90 000 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციებით გათვალისწინებული ბუნებრივი გაუსუფთავებელი შელაქის, სეს ესნ-ის 1504 20, 1515 30, 1520 00 000 00, 1702 11 000 00, 3912 12 000 00, 3912 31 000 00, 7010 10 000 00, 7010 90 790 00 და 9602 00 000 00 (ჟელატინის კაფსულები) კოდებით გათვალისწინებული საქონლის იმპორტი; ვ) სეს ესნ-ის 0102 21, 0103 10 000 00, 0104 10 100 00, 0104 20 100 00, 0105 11, 0511 10 000 00, 0602 10, 2503 00, 2803 00, 3101 00 000 00, 3103–3105 (გარდა მექანიკური ნარევისა), 3808 61 000 00, 3808 62 000 00, 3808 69 000 00, 3808 91, 3808 92 და 3808 93 კოდებით გათვალისწინებული საქონლის იმპორტი; ზ) სეს ესნ-ის 8703 კოდით გათვალისწინებული მსუბუქი ავტომობილის ან/და 8711 კოდით გათვალისწინებული მოტოციკლის (მოპედის ჩათვლით) იმპორტი; თ) სეს ესნ-ის 8903 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული საქონლის იმპორტი; ი) შემოსავლების სამსახურის ან/და შემოსავლების სამსახურის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შერჩეული პირის მიერ აქციზური მარკების იმპორტი; |
საქართველოს საგადასახადო კოდექსი article 173 კ) განძეულობის ან/და სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ნივთის იმპორტი; ლ) დიაბეტური პურის იმპორტი, რომელიც მარკირებულია ასეთად; მ) სეს ესნ-ის 4901, 4902 და 4904 00 000 00 კოდებით გათვალისწინებული საქონლის (ჟურნალები, გაზეთები, ნოტები) იმპორტი; ნ) სეს ესნ-ის 8703 10 110 00 კოდით გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების იმპორტი; ო) ფულის (გარდა საკოლექციო ნიმუშის ან/და ნუმიზმატური დანიშნულების მონეტისა), აგრეთვე ფასიანი ქაღალდების იმპორტი; |
საქართველოს საგადასახადო კოდექსი article 173 პ) სეს ესნ-ის 8701 91 100 01, 8701 91 100 05, 8701 92 100 01, 8701 92 100 05, 8701 93 100 01, 8701 93 100 05, 8701 94 100 01, 8701 94 100 05, 8701 95 100 01 და 8701 95 100 05 კოდებში აღნიშნული ტრაქტორებისთვის განკუთვნილი, სეს ესნ-ის 8706 00 190 00, 8706 00 990 00, 8707 90 900 00, 8708 10 900 00, 8708 29 900 00, 8708 30 910 00, 8708 30 990 00, 8708 40 500 00 – 8708 40 990 00, 8708 50 990 00, 8708 70 500 00 – 8708 70 990 00, 8708 80 350 00 – 8708 80 990 00, 8708 91 350 00 – 8708 91 990 00, 8708 92 350 00 – 8708 92 990 00, 8708 93 900 00, 8708 94 350 00 – 8708 94 990 00, 8708 99 930 00 და 8708 99 970 00 კოდებში აღნიშნული შასის, ძარას, ნაწილებისა და მოწყობილობების, აგრეთვე სეს ესნ-ის 8432 90 000 00 და 8433 90 000 00 კოდებით გათვალისწინებული საქონლის იმპორტი; ჟ) ელექტროენერგიის წარმოებისთვის (თბოელექტროსადგურებისთვის) ბუნებრივი აირის იმპორტი; რ) საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული ნუსხის მიხედვით სასოფლო-სამეურნეო პესტიციდებისა და აგროქიმიკატების, სასოფლო-სამეურნეო კულტურების სათესი და სარგავი მასალების იმპორტი; |
საქართველოს საგადასახადო კოდექსი article 173 ს) საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებით შემომსვლელი პირის ავტოსატრანსპორტო საშუალების ძრავის კვების სისტემასთან კონსტრუქციულად და ტექნოლოგიურად დაკავშირებულ სტანდარტულ ავზში არსებული საწვავის იმპორტი; ტ) სეს ესნ-ის 8802 11 000 10, 8802 12 000 10, 8802 20 000 10, 8802 30 000 10 და 8802 40 000 10 შესაბამისი კოდებით გათვალისწინებული საქონლის ან/და სეს ესნ-ით მისთვის (სამოქალაქო ავიაციისთვის) განკუთვნილი საქონლის იმპორტი; უ) საქართველოს ეროვნული ბანკისთვის გადასაცემი ოქროს იმპორტი; ფ) საქართველოს საბაჟო კოდექსის: ფ.ა) 107-ე მუხლით გათვალისწინებული დაბრუნებული საქონლის იმპორტი, თუ აღნიშნული საქონელი აკმაყოფილებს იმპორტის გადასახადისგან გათავისუფლებისთვის იმავე მუხლით განსაზღვრულ პირობებს, მიუხედავად იმისა, იბეგრება თუ არა ეს საქონელი იმპორტის გადასახადით; ფ.ბ) 152-ე მუხლის შესაბამისად გარე გადამუშავების პროცედურაში მოქცეული საქონლის გადამუშავებით მიღებული გადამუშავებული პროდუქტის იმპორტი, თუ აღნიშნული საქონელი აკმაყოფილებს იმპორტის გადასახადისგან გათავისუფლებისთვის იმავე მუხლით განსაზღვრულ პირობებს, მიუხედავად იმისა, იბეგრება თუ არა ეს საქონელი იმპორტის გადასახადით; |
საქართველოს საგადასახადო კოდექსი article 173 ქ) სტიქიური უბედურების, ავარიისა და კატასტროფის ლიკვიდაციისთვის, ჰუმანიტარული დახმარების მიზნით საქართველოს სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის გადასაცემი საქონლის იმპორტი; ღ) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების ქონების იმპორტი; ყ) საქონლის იმპორტი საერთაშორისო დიპლომატიური და საკონსულო შეთანხმების შესაბამისად, თუ ეს საქონელი გათავისუფლდა იმპორტის გადასახადისგან; შ) საქართველოს საბაჟო კოდექსის X წიგნის შესაბამისად საბაჟო ვალდებულებისგან გათავისუფლებული საქონლის იმპორტი, გარდა თიზ-იდან საქონლის იმპორტისა; ჩ) შემოსავლების სამსახურის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შერჩეული პირის მიერ იმ საქონლის იმპორტი, რომელიც განკუთვნილია აქციზური ან/და არააქციზური საქონლის სავალდებულო ნიშანდების/მარკირების განსახორციელებლად; ც) გრანტის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის იმპორტი გრანტის გამცემი ან მიმღები პირის მიერ; ძ) პირადი მოხმარების საგნებისა და საყოფაცხოვრებო ნივთების იმპორტი, რომლებიც განკუთვნილია ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიებისა და მოპოვების სამუშაოებში დასაქმებული უცხო ქვეყნის მოქალაქეების (მათთან მცხოვრებ ოჯახის წევრთა ჩათვლით) პირადი სარგებლობისთვის; |
საქართველოს საგადასახადო კოდექსი article 173 წ) იმ საქონლის იმპორტი, რომელიც განკუთვნილია უცხოეთის დიპლომატიური ან მასთან გათანაბრებული წარმომადგენლობის ოფიციალური სარგებლობისთვის, აგრეთვე ამ წარმომადგენლობის დიპლომატიური და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის (მათთან მცხოვრებ ოჯახის წევრთა ჩათვლით) პირადი სარგებლობისთვის, იმ სახით, რა სახითაც ასეთი გათავისუფლება გათვალისწინებულია შესაბამისი საერთაშორისო შეთანხმებებით, რომელთა მონაწილეც არის საქართველო; ჭ) „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოებისთვის განკუთვნილი მოწყობილობა-დანადგარების, სატრანსპორტო საშუალებების, სათადარიგო ნაწილებისა და მასალების, აგრეთვე ზემოაღნიშნული კანონით განსაზღვრული ხელშეკრულებების ან/და ნავთობისა და გაზის ოპერაციების საწარმოებლად გაცემული ლიცენზიების შესაბამისად ინვესტორებისა და საოპერაციო კომპანიებისთვის ნავთობისა და გაზის ოპერაციების განსახორციელებლად საქონლის იმპორტი; ხ) საქონლის იმპორტი შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ აღიარებული საერთაშორისო წარმომადგენლობის მიერ საერთაშორისო კონვენციით გათვალისწინებული პირობებით და ლიმიტის ფარგლებში; ჯ) თევზჭერის განმახორციელებელი პირის მიერ დაჭერილი იმ საქონლის პორტში იმპორტი, რომელიც არ არის დამუშავებული ან გაყიდვის წინ დამუშავდა; |
საქართველოს საგადასახადო კოდექსი article 173 ჰ) საერთაშორისო საავიაციო რეისებისა და საერთაშორისო საზღვაო რეისების განსახორციელებლად ბორტზე მიწოდებისთვის განკუთვნილი საქონლის იმპორტი ან/და მიწოდება, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ფარგლებში სამოქალაქო საავიაციო რეისებისა და სპეციალიზებული ექსპლუატაციის (საავიაციო სამუშაოების) განსახორციელებლად ბორტზე მიწოდებისთვის განკუთვნილი საწვავის, საპოხი და სხვა დამხმარე საშუალებების იმპორტი; ჰ-1) სეს ესნ-ის 4901 და 4903 00 000 00 კოდებით გათვალისწინებული საქონლის (წიგნის) იმპორტი; ჰ-2) სეს ესნ-ის 8702 40 000 00 კოდით გათვალისწინებული ელექტროძრავიანი ავტობუსის (მათ შორის, ელექტროძრავიანი მიკროავტობუსის) იმპორტი; ჰ-3) ელექტროენერგეტიკული სექტორის რეაბილიტაციისთვის საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების შესაბამისად უცხო სახელმწიფოს ან/და საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გაცემული შეღავათიანი კრედიტით დაფინანსებული საქონლის იმპორტი. |