FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 4

მაუწყებლობის შესახებ

article  1

3. ამ კანონის მოქმედება მედიამომსახურების მიმწოდებელზე (გარდა საეთერო რადიომაუწყებლობისა) ვრცელდება, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი პირობა:
    ა) მედიამომსახურების მიმწოდებელს სათავო ოფისი აქვს საქართველოში და სარედაქციო გადაწყვეტილებები მიიღება საქართველოში;
    ბ) მედიამომსახურების პროგრამებთან დაკავშირებულ საქმიანობაში ჩართული სამუშაო ძალის მნიშვნელოვანი ნაწილი საქმიანობას ახორციელებს საქართველოში, მიუხედავად სათავო ოფისის ადგილმდებარეობისა და სარედაქციო გადაწყვეტილებების მიღების ადგილისა;
    გ) მედიამომსახურების პროგრამებთან დაკავშირებულ საქმიანობაში ჩართული სამუშაო ძალის მნიშვნელოვანი ნაწილი საქმიანობას ახორციელებს როგორც საქართველოში, ისე ევროკავშირის წევრ სახელმწიფოში ან სხვა სახელმწიფოში, თუმცა მედიამომსახურების მიმწოდებელს სათავო ოფისი აქვს საქართველოში;
    დ) მედიამომსახურების პროგრამებთან დაკავშირებულ საქმიანობაში ჩართული სამუშაო ძალის მნიშვნელოვანი ნაწილი საქმიანობას არ ახორციელებს საქართველოსა და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოში, მაგრამ მედიამომსახურების მიმწოდებელმა მედიამომსახურების სფეროში საქმიანობა დაიწყო საქართველოში საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და იგი ინარჩუნებს სტაბილურ და ეფექტიან ეკონომიკურ კავშირს საქართველოსთან.
მაუწყებლობის შესახებ

article  1

დ) რომელიც იმ ჯგუფის წევრია, რომელშიც შედის საქართველოში დაფუძნებული სუბიექტი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მისი მშობელი საწარმო ან შვილობილი საწარმო დაფუძნებულია ევროკავშირის წევრ ერთ-ერთ სახელმწიფოში.
8. ამ მუხლის მე-7 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის შვილობილი საწარმო, საქართველოს გარდა, დაფუძნებულია ევროკავშირის წევრ ერთ-ერთ სახელმწიფოში, ეს კანონი მასზე გავრცელდება, თუკი მისმა შვილობილმა საწარმომ საქართველოში უფრო ადრე დაიწყო საქმიანობა და ეს საწარმო ინარჩუნებს სტაბილურ და ეფექტიან ეკონომიკურ კავშირს საქართველოსთან.
9. ამ მუხლის მე-7 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის ჯგუფში შემავალი რომელიმე საწარმო, საქართველოს გარდა, დაფუძნებულია ევროკავშირის წევრ ერთ-ერთ სახელმწიფოში, ეს კანონი მასზე გავრცელდება, თუკი მისმა შვილობილმა საწარმომ საქართველოში უფრო ადრე დაიწყო საქმიანობა და ეს საწარმო ინარჩუნებს სტაბილურ და ეფექტიან ეკონომიკურ კავშირს საქართველოსთან.
მაუწყებლობის შესახებ

article  1

კანონის მიზანი და რეგულირების სფერო.
1. ეს კანონი სიტყვისა და აზრის თავისუფლებისა და თავისუფალი მეწარმეობის პრინციპების შესაბამისად განსაზღვრავს მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიწოდების განხორციელების წესს, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს შექმნის წესსა და მის ფუნქციებს, ამ სფეროებში საქმიანობის რეგულირების პირობებს, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიწოდების წესსა და პროცედურებს.
2. ამ კანონის მიზანია სახელმწიფო ჩარევისგან დამოუკიდებელი საზოგადოებრივი მაუწყებლობის ფორმირება; მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში საქმიანობის რეგულირება გამჭვირვალობის, სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის პრინციპების შესაბამისად, ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს მეშვეობით; სიტყვისა და აზრის თავისუფლების, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებელთა შორის კონკურენტული გარემოს სტიმულირების, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებელთა თანასწორობისა და დამოუკიდებლობის, სიხშირეების ეფექტიანი გამოყენების უზრუნველყოფა.
მაუწყებლობის შესახებ

article  1

4. ამ კანონის მოქმედება ვრცელდება აგრეთვე იმ მედიამომსახურების მიმწოდებლებზე (გარდა საეთერო რადიომაუწყებლობისა), რომლებიც:
    ა) სარგებლობენ საქართველოში განთავსებული თანამგზავრული კომუნიკაციის (კავშირის) სადგურით;
    ბ) არ სარგებლობენ საქართველოში განთავსებული თანამგზავრული კომუნიკაციის (კავშირის) სადგურით, თუმცა იყენებენ საქართველოს კუთვნილი თანამგზავრის ფუნქციურ რესურსს.
5. ამ კანონის მოქმედება არ გავრცელდება მედიამომსახურების მიმწოდებელზე, თუ მედიამომსახურება გათვალისწინებულია ექსკლუზიურად მესამე ქვეყნებში მისაწოდებლად და საქართველოს აუდიტორიის მიერ მისი პირდაპირი ან არაპირდაპირი ფორმით მიღება სტანდარტული სამომხმარებლო მოწყობილობით შეუძლებელია.
6. ამ კანონის მოქმედება ვრცელდება იმ რადიომაუწყებელზე, რომელიც საქართველოს რადიოსიხშირულ სპექტრს იყენებს.
7. ამ კანონის მოქმედება ვრცელდება იმ ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებელზე:
    ა) რომელიც დაფუძნებულია საქართველოში;
    ბ) რომელსაც ჰყავს საქართველოში დაფუძნებული მშობელი საწარმო;
    გ) რომელსაც ჰყავს საქართველოში დაფუძნებული შვილობილი საწარმო, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მისი მშობელი საწარმო დაფუძნებულია ევროკავშირის წევრ ერთ-ერთ სახელმწიფოში;