Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
მეთევზე-მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ article 5 სააგენტოს მიერ მეთევზე-მეზღვაურთა საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულების აღიარება. 1. იმ საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულების აღიარება და მონიტორინგი, რომელიც ახორციელებს მეთევზე-მეზღვაურთა წვრთნას, ასევე შესაბამისი საზღვაო-საწვრთნელი კურსის აღიარება ხდება „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 2. თუ საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულება აღიარებულია „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მას მეთევზე-მეზღვაურთა მომზადება შეუძლია განახორციელოს მხოლოდ შესაბამისი საზღვაო-საწვრთნელი კურსის აღიარების შემდეგ. 3. სააგენტო ცნობს სხვა სახელმწიფოს საზღვაო ადმინისტრაციის მიერ გაცემულ კომპეტენციის სერტიფიკატს ან სხვა სერტიფიკატს, თუ ამ სახელმწიფოში მეთევზე-მეზღვაურთა მომზადებისა და სერტიფიცირების სისტემა აღიარებულია IMO-ს მიერ ან არსებობს შესაბამისი შეთანხმება საქართველოსთან. |