FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ

article  143

ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების შედეგად მიღებული/მოპოვებული ინფორმაციის შენახვა, გაცემა და განადგურება უფლებამოსილი ორგანოს მიერ.
1. ზედამხედველი მოსამართლის ბრძანების საფუძველზე განხორციელებული ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების შედეგად მოპოვებულ ინფორმაციას უფლებამოსილი ორგანო ინახავს ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების დასრულებიდან ან შეწყვეტიდან 10 დღის განმავლობაში. სპეციალური სამსახური ვალდებულია აღნიშნულ ვადაში უზრუნველყოს მოპოვებული ინფორმაციის გატანა უფლებამოსილი ორგანოდან. ამ ვადის გასვლის შემდეგ უფლებამოსილი ორგანო ანადგურებს ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების შედეგად მოპოვებულ ინფორმაციას, რაც აღინიშნება ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების განხორციელების ოქმში.
2. გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ზედამხედველი მოსამართლის ბრძანების გარეშე დაწყებული ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების შედეგად მოპოვებულ ინფორმაციას უფლებამოსილი ორგანო ინახავს ელექტრონული თვალთვალის დასრულებიდან ან შეწყვეტიდან 10 დღის განმავლობაში. თუ ამ ვადაში უფლებამოსილ ორგანოს არ წარედგინება ზედამხედველი მოსამართლის ბრძანება, რომელიც ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების განხორციელების უფლებას იძლევა, ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების შედეგად მოპოვებული ინფორმაცია ნადგურდება, რაც აღინიშნება ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების განხორციელების ოქმში.
კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ

article  143

3. უფლებამოსილი ორგანო აგრეთვე უზრუნველყოფს ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების შედეგად მიღებული/მოპოვებული შემდეგი ინფორმაციის განადგურებას და მისი განადგურების შესახებ ინფორმაციის ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების განხორციელების ოქმში ასახვას შემდეგ შემთხვევებში:
    ა) გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში განხორციელებული ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების შედეგად მიღებული/ მოპოვებული ინფორმაციისა − ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების ჩატარების შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე ზედამხედველი მოსამართლის გადაწყვეტილების საფუძველზე;
    ბ) ამ კანონის 142 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების შედეგად მიღებული ინფორმაციისა − თუ ამ ინფორმაციას არა აქვს ღირებულება კონტრდაზვერვითი საქმიანობის მიზნებისთვის;
    გ) ამ კანონის 144 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით შეწყვეტილი ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების შედეგად მიღებული/მოპოვებული ინფორმაციისა − ზედამხედველი მოსამართლის ბრძანების ან სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.
კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ

article  143

4. ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების შედეგად მოპოვებული ინფორმაცია გადაეცემა სპეციალური სამსახურის უფლებამოსილ წარმომადგენელს. მოპოვებული ინფორმაციის ელექტრონული ეგზემპლარის სპეციალური სამსახურის უფლებამოსილი წარმომადგენლისთვის გადაცემის შემდეგ უფლებამოსილი ორგანო უზრუნველყოფს გადაცემული ინფორმაციის ელექტრონული ეგზემპლარის განადგურებას, რაც აღინიშნება ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების განხორციელების ოქმში.
5. ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების შედეგად მიღებული/მოპოვებული ინფორმაციის შენახვის, გაცემისა და განადგურების წესი განისაზღვრება უფლებამოსილი ორგანოს ნორმატიული აქტით. მუხლი 14-5 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.