Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
მიკრობანკების საქმიანობის შესახებ article 8 ლიცენზირების პროცედურების გამარტივების განსაკუთრებული შემთხვევები. 1. უცხოური ბანკის შვილობილი კომპანიის ლიცენზირება შეიძლება გამარტივებული წესით განხორციელდეს, თუ მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის მაძიებელი არის „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული იმ განსაკუთრებულად სანდო ბანკის შვილობილი კომპანია, რომელსაც აქვს ცნობადობის მაღალი დონე, კარგი რეპუტაცია, მაღალი საკრედიტო რეიტინგი, ფინანსურ სექტორში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება, მდგრადი ფინანსური მაჩვენებლები და გამჭვირვალობის მაღალი დონე. 2. საქართველოს ეროვნული ბანკი სანდო უცხოური ბანკის საქართველოს ბაზარზე შემოსვლის ხელშეწყობის მიზნით ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უცხოური ბანკის შვილობილ კომპანიას ინდივიდუალურად განუსაზღვრავს მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად წარსადგენი ინფორმაციის/დოკუმენტაციის ჩამონათვალს. |