Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
ოფიციალური სტატისტიკის შესახებ article 36 სტატისტიკის ეროვნული სისტემის ინდივიდუალური მონაცემების ხელმისაწვდომობა. 1. ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელი ორგანო არ გასცემს ინდივიდუალურ მონაცემებს, გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებითა და ამ კანონის 37-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა, რომლებიც საჯარო მოხმარების დოკუმენტებსა და ინდივიდუალური მონაცემების სამეცნიერო-კვლევითი მიზნებისთვის ხელმისაწვდომობას ეხება. 2. ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელი ორგანო უფლებამოსილია აწარმოოს სტატისტიკა და გაავრცელოს ინდივიდუალური მონაცემები მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ მონაცემებიდან ამოღებულია იდენტიფიკატორი და ფიზიკური/იურიდიული პირის პირდაპირი იდენტიფიცირება ან არაპირდაპირი იდენტიფიცირება შეუძლებელია, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. არაპირდაპირი იდენტიფიცირების გამოსარიცხად ყველა გონივრული ზომა უნდა იქნეს მიღებული. 3. ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელი სხვა ორგანოები ვალდებული არიან საქსტატს გადასცენ ინდივიდუალური მონაცემები იდენტიფიკატორის ჩათვლით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. 4. საქსტატი უფლებამოსილია სტატისტიკური ერთეულის შესახებ ინდივიდუალური მონაცემები გადასცეს ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელ სხვა ორგანოებს შემდეგი პირობების დაცვით: ა) ეს მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ ოფიციალური სტატისტიკის წარმოებისთვის; |
ოფიციალური სტატისტიკის შესახებ article 36 ბ) ეს მონაცემები არ იძლევა პირის იდენტიფიცირების შესაძლებლობას. 5. ამ მუხლით გათვალისწინებულ მონაცემთა გადაცემა ხდება შესაბამისი დოკუმენტის საფუძველზე, ხოლო მათი გადაცემის პირობები განისაზღვრება წერილობითი შეთანხმებით. 6. მონაცემთა გადაცემის შესახებ ინფორმაცია საჯაროა. |