Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ article 171 სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის პირდაპირი წესი. 1. საქართველოს მთავრობის თანხმობის შემთხვევაში ლიცენზიის გამცემმა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია აგრეთვე შესაძლებელია პირდაპირი წესით გასცეს: ა) ამ კანონის მე-6 მუხლის 87-ე პუნქტით გათვალისწინებული წყალმომარაგების ლიცენზიის მფლობელ პირზე − მომხმარებელთა წყალმომარაგებით (სასმელი წყლით) უზრუნველყოფის მიზნით მიწისქვეშა მტკნარი წყლის მოსაპოვებლად; ბ) ტურისტული და რეკრეაციული მიზნებისთვის სასარგებლო წიაღისეულის − სამკურნალო ტალახის ან/და გარეგანი მოხმარების (სამკურნალო აბაზანები) მიწისქვეშა მინერალური წყლების მოსაპოვებლად (მოპოვებისთვის, შესწავლა-მოპოვებისთვის). 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წყალმომარაგების ლიცენზიის გაუქმება სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაუქმების საფუძველია. 3. ლიცენზიის გამცემმა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია შეიძლება პირდაპირი წესით გასცეს კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მიწისქვეშა მტკნარი წყლის სამეწარმეო მიზნით მოსაპოვებლად, წელიწადში არაუმეტეს 5 000 (ხუთი ათასი) კუბური მეტრის მოპოვების უფლებით. |
ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ article 171 4. სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის პირდაპირი წესით მიღებით დაინტერესების შემთხვევაში ლიცენზიის მაძიებელი ლიცენზიის გამცემს წარუდგენს სათანადო წერილობით განცხადებას. ეს განცხადება უნდა შეიცავდეს ინფორმაციას მოსაპოვებელი სასარგებლო წიაღისეულის მოცულობის, ადგილმდებარეობის და მოპოვების მიზნის შესახებ. 5. ლიცენზიის მაძიებელმა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის პირდაპირი წესით მისაღებად ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ განცხადებას უნდა დაურთოს: ა) კერძო სამართლის იურიდიული პირის ან ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში − მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერი; ბ) ფიზიკური პირის შემთხვევაში − იდენტიფიკაციის დამადასტურებელი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი დოკუმენტების ასლები; გ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის შემთხვევაში − სადამფუძნებლო დოკუმენტების ასლები. 6. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში ლიცენზიის მაძიებელი ვალდებულია ამავე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებში აღნიშნულ დოკუმენტაციასთან ერთად წარადგინოს წყალმომარაგების ლიცენზიის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი. |
ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ article 171 7. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში ლიცენზიის მაძიებელი ვალდებულია ამავე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებში აღნიშნულ დოკუმენტაციასთან ერთად წარადგინოს მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი. 8. ლიცენზიის მაძიებელმა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის პირდაპირი წესით მისაღებად ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ განცხადებას აგრეთვე უნდა დაურთოს სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი. სალიცენზიო მოსაკრებლის ოდენობა და ბიუჯეტში გადახდის წესი განისაზღვრება „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით. 9. ამ მუხლით გათვალისწინებული ლიცენზიის პირდაპირი წესით გასაცემად ლიცენზიის გამცემი ადგენს: ა) მოთხოვნებს კონკრეტული ობიექტით სარგებლობისთვის; ბ) დამატებით სალიცენზიო პირობებს ლიცენზიის მაძიებლისთვის. 10. ამ მუხლით გათვალისწინებული ლიცენზიის პირდაპირი წესით გაცემის წესს ადგენს საქართველოს მთავრობა. |