FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

საქართველოს საბაჟო კოდექსი

article  26

ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსის მინიჭების კრიტერიუმები.
1. ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსის მინიჭების კრიტერიუმებია:
    ა) საქართველოს საბაჟო, საგადასახადო და ადმინისტრაციული კანონმდებლობების მნიშვნელოვანი დარღვევის არარსებობა, აგრეთვე განმცხადებლის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული სისხლის სამართლის დანაშაულის არარსებობა;
    ბ) განმცხადებლის მიერ განხორციელებული ოპერაციებისა და საქონლის ნაკადების კონტროლის მაღალი დონის არსებობა, რომელიც მიიღება კომერციული მართვის სისტემისა და შესაბამის შემთხვევაში ტრანსპორტირების აღრიცხვის მეშვეობით და რომელიც უზრუნველყოფს სათანადო საბაჟო კონტროლს;
    გ) გადახდისუნარიანობა და ფინანსური მდგრადობა. ეს კრიტერიუმი შეიძლება დადასტურებულად იქნეს მიჩნეული, თუ განმცხადებელს აქვს კარგი ფინანსური მდგომარეობა, რომელიც საშუალებას აძლევს, შეასრულოს მის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ვალდებულებები;
    დ) ამ კოდექსის 25-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ავტორიზაციის შემთხვევაში − კომპეტენციის პრაქტიკული სტანდარტი ან განხორციელებულ საქმიანობასთან უშუალოდ დაკავშირებული პროფესიული კვალიფიკაცია;
საქართველოს საბაჟო კოდექსი

article  26

ე) ამ კოდექსის 25-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ავტორიზაციის შემთხვევაში − დაცვისა და უსაფრთხოების სათანადო სტანდარტი. ეს მოთხოვნა შესრულებულად უნდა იქნეს მიჩნეული, თუ განმცხადებელი ადასტურებს, რომ იღებს სათანადო ზომებს საერთაშორისო მიწოდების ჯაჭვის უსაფრთხოებისა და დაცულობის უზრუნველსაყოფად, მათ შორის, ისეთ სფეროებში, როგორიცაა საქონლის მთლიანობა და შეღწევადობა, ლოჯისტიკური პროცესები და სპეციფიკური საქონლის დამუშავება, პერსონალი და ბიზნესპარტნიორების იდენტიფიცირება.
2. ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსის ფლობასთან დაკავშირებული გამარტივებული საბაჟო ფორმალობები ან/და დაცვასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შეღავათები არ ვრცელდება იმ საქონელზე, რომლისთვისაც საქართველოს კანონმდებლობით საბაჟო კონტროლის განსაკუთრებული პირობებია დადგენილი.
3. ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსის მინიჭების პირობები, შესაბამისი სახის ავტორიზაციით სარგებლობის წესი, აგრეთვე შემთხვევები, რომლებზედაც არ ვრცელდება ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსის ფლობასთან დაკავშირებული გამარტივებული საბაჟო ფორმალობები ან/და დაცვასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შეღავათები, განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.