FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

საჯარო შესყიდვების შესახებ

article  63

სხვა ეკონომიკური ოპერატორის შესაძლებლობებზე დაყრდნობა.
1. ეკონომიკურ ოპერატორს (ძირითად ეკონომიკურ ოპერატორს) უფლება აქვს, საჯარო შესყიდვაში ეკონომიკური და ფინანსური მდგომარეობის კრიტერიუმისა და ტექნიკური და პროფესიული შესაბამისობის კრიტერიუმის დასაკმაყოფილებლად შესაძლებლობის შემთხვევაში დაეყრდნოს სხვა ეკონომიკური ოპერატორის შესაძლებლობებს, მიუხედავად იმისა, თუ რა სამართლებრივი კავშირი აქვს მასთან.
2. ეკონომიკური ოპერატორისხვა ეკონომიკური ოპერატორის გამოცდილებას, აგრეთვე მისი პერსონალის კვალიფიკაციასა და გამოცდილებას შეიძლება დაეყრდნოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სხვა ეკონომიკური ოპერატორი შესყიდვის ხელშეკრულების ფარგლებში შეასრულებს იმ სამუშაოს ან/და გასწევს იმ მომსახურებას, რომლის შესასრულებლადაც/გასაწევადაც საჭიროა ეს კვალიფიკაცია და გამოცდილება. ეს პუნქტი ვრცელდება მხოლოდ ქვეკონტრაქტორზე.
3. თუ ეკონომიკური ოპერატორი სხვა ეკონომიკური ოპერატორის რესურსებს ეყრდნობა, იგი ვალდებულია დაადასტუროს მათი ხელმისაწვდომობა და ამ რესურსებით სარგებლობის შესაძლებლობა. ეს შეიძლება დადასტურდეს აღნიშნულ ეკონომიკურ ოპერატორთან დადებული შეთანხმებით და სხვაგვარად.
საჯარო შესყიდვების შესახებ

article  63

4. თუ ეკონომიკური ოპერატორი ეკონომიკური და ფინანსური მდგომარეობის კრიტერიუმის დასაკმაყოფილებლად სხვა ეკონომიკური ოპერატორის შესაძლებლობებს ეყრდნობა, შემსყიდველმა ორგანიზაციამ შეიძლება მათ შესყიდვის ხელშეკრულების შესრულებისთვის სოლიდარული პასუხისმგებლობა მოსთხოვოს.
5. თუ ეკონომიკური ოპერატორი პირთა გაერთიანებაა, იგი შეიძლება დაეყრდნოს როგორც ამ გაერთიანების წევრთა, ისე სხვა ეკონომიკური ოპერატორის შესაძლებლობებს.
6. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში შემსყიდველი ორგანიზაცია აფასებს აგრეთვე სხვა ეკონომიკურ ოპერატორს, რომლის შესაძლებლობებსაც ეკონომიკური ოპერატორი ეყრდნობა. უნდა შემოწმდეს სხვა ეკონომიკური ოპერატორის როგორც დისკვალიფიკაციის საფუძვლები, ისე შერჩევის კრიტერიუმები. თუ არსებობს სხვა ეკონომიკური ოპერატორის დისკვალიფიკაციის საფუძვლები ან იგი ვერ აკმაყოფილებს შერჩევის კრიტერიუმებს, შემსყიდველი ორგანიზაცია ეკონომიკურ ოპერატორს სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით დადგენილი წესით მის შეცვლას მოსთხოვს. ასეთ შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაცია ხელმძღვანელობს ამ კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტით.
7. შემსყიდველმა ორგანიზაციამ შესყიდვის პირობებით შეიძლება მოითხოვოს, რომ კრიტიკული მნიშვნელობის მქონე ვალდებულებები მხოლოდ ძირითადმა ეკონომიკურმა ოპერატორმა შეასრულოს.
საჯარო შესყიდვების შესახებ

article  63

8. სხვა ეკონომიკური ოპერატორის შესაძლებლობების გამოყენების, აგრეთვე პირთა გაერთიანების მიერ ამ გაერთიანების წევრთა შესაძლებლობების გამოყენების დეტალური წესი განისაზღვრება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით.