Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 5
სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ article 43 5. მსჯავრდებულთა გადაცემისა და გადმოცემის საკითხებზე უცხო სახელმწიფოებთან ურთიერთობას, აგრეთვე მსჯავრდებულთა გადაცემისა და გადმოცემის საკითხების განხილვისათვის და გადაწყვეტილების მიღებისათვის სათანადო პროცედურების განხორციელებას უზრუნველყოფს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. 6. მსჯავრდებულის გადაცემა (გადმოცემა) შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ მის მიმართ გამოტანილი სასამართლოს საბოლოო განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ. 7. მსჯავრდებულის გადაცემის (გადმოცემის) საკითხის განხილვის დაწყების საფუძველია: ა) იმ სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს შუამდგომლობა, რომლის მოქალაქეც არის მსჯავრდებული/იმ სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს შუამდგომლობა, რომლის სასამართლოს განაჩენის საფუძველზედაც იქნა პირი მსჯავრდებული; ბ) მსჯავრდებულის, მისი ინტერესების დამცველის, ახლო ნათესავის ან კანონიერი წარმომადგენლის განცხადება. 8. მსჯავრდებულის გადაცემის (გადმოცემის) საკითხის განხილვის პროცესში საქართველოს იუსტიციის სამინისტრო მოიპოვებს შემდეგ დოკუმენტებს: ა) კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს საბოლოო განაჩენის დამოწმებულ ასლს; ბ) დოკუმენტს სასამართლოს საბოლოო განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შესახებ; |
სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ article 43 გ) განაჩენის გამომტანი სასამართლოს ზემდგომი სასამართლო ინსტანციის გადაწყვეტილების დამოწმებულ ასლს (ასეთის არსებობის შემთხვევაში); დ) დოკუმენტს მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდილი ნაწილის შესახებ; ე) დოკუმენტს მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოუხდელი ნაწილის შესახებ; ვ) სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლის ტექსტს, რომლის საფუძველზედაც იქნა პირი მსჯავრდებული; ზ) თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან ინდივიდუალური შეთანხმებით, ანდა ნაცვალგების პირობებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, – მსჯავრდებულის წერილობით თანხმობას გადაცემაზე (გადმოცემაზე), ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც მას არ შეუძლია გამოხატოს თავისი ნება, – მისი ახლო ნათესავის ან კანონიერი წარმომადგენლის თანხმობას; თ) ცნობას მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ; ი) მიმღები სახელმწიფოს მოქალაქეობის დამადასტურებელ დოკუმენტს; კ) საქართველოს პროკურატურის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსაზრებებს მსჯავრდებულის გადაცემის (გადმოცემის) მიზანშეწონილობის შესახებ. 9. მსჯავრდებულის გადაცემა (გადმოცემა) არ განხორციელდება, თუ: |
სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ article 43 ა) იმ სახელმწიფოს კანონმდებლობის მიხედვით, რომლის მოქალაქეც არის მსჯავრდებული და რომელიც ითხოვს მსჯავრდებულის გადაცემას (გადმოცემას), ქმედება, რომლისთვისაც მსჯავრდებულია პირი, არ არის დანაშაული ან არ ისჯება თავისუფლების აღკვეთით; ბ) არ არსებობს მსჯავრდებულის თანხმობა (თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან ინდივიდუალური შეთანხმებით, ანდა ნაცვალგების პირობებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული), ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც მას არ შეუძლია თავისუფლად გამოხატოს თავისი ნება ასაკის ან შეზღუდული შესაძლებლობის გამო, – მისი ახლო ნათესავის ან კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა; გ) გადაცემის (გადმოცემის) შესახებ მოთხოვნის მიღების მომენტისათვის მსჯავრდებულის მიერ მოსახდელი თავისუფლების აღკვეთის დარჩენილი ვადა 6 თვეზე ნაკლებია. გამონაკლის შემთხვევაში საქართველო და შესაბამისი უცხო სახელმწიფო შეიძლება შეთანხმდნენ გადაცემაზე (გადმოცემაზე) იმ შემთხვევაშიც, როდესაც მოსახდელი სასჯელის დარჩენილი ვადა 6 თვეზე ნაკლებია; დ) მხარეებმა ვერ მიაღწიეს შეთანხმებას მსჯავრდებულის გადაცემის (გადმოცემის) თაობაზე. 10. მსჯავრდებულის გადაცემის (გადმოცემის) შესახებ განცხადება/შუამდგომლობა შეიძლება არ დაკმაყო-ფილდეს, თუ: |
სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ article 43 ა) მსჯავრდებულის გადაცემა (გადმოცემა) საფრთხეს უქმნის საქართველოს საზოგადოებრივ წესრიგს, ეწინააღმდეგება სახელმწიფო უსაფრთხოებისა და უშიშროების ინტერესებს; ბ) საქართველოს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებები გადატვირთულია; გ) მსჯავრდებულს არ მოუხდია სასჯელის ნახევარი, თუ საქართველოსა და უცხო სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს შორის მიღწეული არ არის სხვაგვარი შეთანხმება; დ) დაინტერესებულმა პირებმა უარი თქვეს მსჯავრდებულის გადაცემისათვის (გადმოცემისათვის) საჭირო ხარჯების გაღებაზე. |
სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ article 43 ზოგადი დებულებები თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულთა სასჯელის მოხდის მიზნით გადაცემასთან (გადმოცემასთან) დაკავშირებით. 1. შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში საქართველოს მოქალაქესა და საქართველოში მუდმივად მცხოვრებ პირს, რომლებიც თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულ იქნენ უცხო სახელმწიფოში, უფლება აქვთ, მოითხოვონ სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით საქართველოში გადმოყვანა. 2. შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში საქართველოში თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულ უცხო სახელმწიფოს მოქალაქეს უფლება აქვს, მოითხოვოს სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით მისი იმ სახელმწიფოსთვის გადაცემა, რომლის მოქალაქეც იგი არის. 3. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − სპეციალური პენიტენციური სამსახური (შემდგომ − პენიტენციური სამსახური) უზრუნველყოფს საქართველოში თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულ უცხო სახელმწიფოს მოქალაქეთა ინფორმირებას ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული უფლების შესახებ. 4. საქართველოს სასამართლოების მიერ მსჯავრდებულ უცხო სახელმწიფოს მოქალაქეთა გადაცემის ან უცხო სახელმწიფოში მსჯავრდებულ საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მუდმივად მცხოვრებ პირთა გადმოცემის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი. |