FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ

article  49

კოლხეთის ეროვნული პარკის, ქობულეთის ნაკრძალისა და ქობულეთის აღკვეთილის შექმნასთან დაკავშირებული გარდამავალი დებულებები.
1. ამ კანონით დადგენილი საზღვრების ფარგლებში კოლხეთის ეროვნული პარკის, ქობულეთის ნაკრძალისა და ქობულეთის აღკვეთილის მიწების ინვენტარიზაციის (საზღვრების გამიჯვნის) და მათი მიღება-ჩაბარების სამუშაოების, აგრეთვე სამიწათმოწყობო დოკუმენტაციის შექმნისა და მომზადების ორგანიზაციის დასრულების ვადად განისაზღვროს 1999 წლის 1 მაისი.
2. ამ კანონით დადგენილი საზღვრების ფარგლებში კოლხეთის ეროვნული პარკის, ქობულეთის ნაკრძალისა და ქობულეთის აღკვეთილის მიწების ინვენტარიზაცია და მათი მიღება-ჩაბარების სამუშაოები ხორციელდება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ “ საქართველოს კანონის ძალაში შესვლამდე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
3. კოლხეთის ეროვნული პარკის, ქობულეთის ნაკრძალისა და ქობულეთის აღკვეთილის საზღვრების ფარგლებში არსებულ მიწებზე ამ კანონის ამოქმედების შემდეგ არ ვრცელდება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ“ საქართველოს კანონით, „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარით გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 2 აგვისტოს №446 ბრძანებულებით და მოქმედი სატყეო კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები.
კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ

article  49

4. კოლხეთის დაცული ტერიტორიების საზღვრების ფარგლებში არსებულ მიწებზე, გარდა კოლხეთის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის და ქობულეთის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიისა, არ ვრცელდება „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები.
7. ამ კანონის 15-1 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქმიანობების განსახორციელებლად 2028 წლის 1 იანვრამდე დაშვებულია:
    ა) ადგილობრივი მოსახლეობის არაუმეტეს 30 ც. ძ.-ის, თხევად საწვავზე მომუშავე შიგაწვისძრავიანი ნავით გადაადგილება;
    ბ) ვიზიტორთა თხევად საწვავზე მომუშავე შიგაწვისძრავიანი ნავით მომსახურება.