Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ article 31 საბროკერო კომპანიისათვის, საფონდო ბირჟისათვის, ცენტრალური დეპოზიტარისათვის (დეპოზიტარისათვის) და ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორისათვის მიცემული ლიცენზიის გაუქმება. 1. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით გააუქმოს საბროკერო კომპანიისათვის, საფონდო ბირჟისათვის, ცენტრალური დეპოზიტარისათვის (დეპოზიტარისათვის) ან ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორისათვის მიცემული ლიცენზია: ა) თუ ლიცენზიის მფლობელი აღარ აკმაყოფილებს იმ პირობებს, რომელთა საფუძველზედაც გაიცა ლიცენზია; ბ) თუ ლიცენზიის მფლობელი არღვევს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს; გ) „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში; დ) თუ ლიცენზიის მფლობელი (საბროკერო კომპანია ან ცენტრალური დეპოზიტარი) გადახდისუუნარო გახდა. |
ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ article 31 2. საჭიროების შემთხვევაში საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სუბიექტში დროებითი ადმინისტრატორი დანიშნოს. დროებით ადმინისტრატორზე შეიძლება სრულად ან ნაწილობრივ გადავიდეს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სუბიექტის მმართველი ორგანოს უფლებამოსილება. დროებითი ადმინისტრატორი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შესაფერისობის კრიტერიუმებს, ამასთანავე, მას არ უნდა ჰქონდეს ინტერესთა კონფლიქტი. დროებით ადმინისტრატორად შეიძლება დაინიშნოს საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომელი. საქართველოს ეროვნული ბანკი დროებითი ადმინისტრატორის დანიშვნის შესახებ გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ეს აქტი უნდა ითვალისწინებდეს დროებითი ადმინისტრატორის დანიშვნის ვადას, მის ვალდებულებებსა და უფლებამოსილებებს. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია დროებითი ადმინისტრატორი ნებისმიერ დროს ნებისმიერი საფუძვლით გაათავისუფლოს. 21. ცენტრალური დეპოზიტარი/საბროკერო კომპანია შეიძლება გადახდისუუნაროდ გამოცხადდეს მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით და მის მიერ დადგენილი წესით, ერთ-ერთ შემდეგ შემთხვევაში: |
ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ article 31 ა) თუ ცენტრალური დეპოზიტარის/საბროკერო კომპანიის აქტივები (განურჩევლად ვადიანობისა) ვეღარ ფარავს მისივე ვალდებულებებისა და პირობითი ვალდებულებების ჯამს, განურჩევლად მათი ვადამოსულობისა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ საქმიანობის გაგრძელების შემთხვევაში აღმოიფხვრება ვალდებულებების მეტობა აქტივებთან შედარებით; ბ) ცენტრალური დეპოზიტარი/საბროკერო კომპანია ვერ ფარავს ვადამოსულ ვალდებულებებს (ლიკვიდობის დეფიციტი), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ დროის გონივრულად მცირე მონაკვეთში შესაძლებელი იქნება ლიკვიდობის დეფიციტის მთლიანად ან არსებითად მთლიანად აღმოფხვრა. 3. საფონდო ბირჟის ლიცენზიის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან იკრძალება ყოველგვარი ოპერაციის განხორციელება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს აუცილებელია ინვესტორთა ინტერესების დასაცავად. 4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად დანიშნული დროებითი ადმინისტრატორი მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს მართვას და ყველა საჭირო ქმედებას ინვესტორთა ინტერესების დასაცავად. |