Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
წყლის შესახებ article 80 წყლის სახელმწიფო მონიტორინგი (მდგომარეობაზე დაკვირების და ანალიზის სისტემა). 1. წყლის სახელმწიფო მონიტორინგი წარმოადგენს წყლის ობიექტებში და ჩამდინარე წყლებში წყლის რაოდენობრივ და ხარისხობრივ მდგომარეობაზე რეგულარული დაკვირვებისა და ინფორმაციის ანალიზის ერთიან სისტემას, რომლის მიზანია ინფორმაციის მიღება წყლისა და მისი ობიექტების მდგომარეობის შესახებ, მისი გარემოსთან (ბუნებრივ და ანთროპოგენულ) ურთიერთქმედების, წყლის რესურსების და მდინარეების ენერგეტიკული პოტენციალის შეფასება, წყლის მავნე ზემოქმედების (წყალდიდობის, ღვარცოფის, მეწყერის და სხვა) პროგნოზირება და სხვა. 2. წყლის სახელმწიფო მონიტორინგი ხორციელდება გარემოს მდგომარეობაზე მონიტორინგის ერთიანი სახელმწიფო სისტემის ფარგლებში. 3. წყლის სახელმწიფო მონიტორინგის წარმოების სამართლებრივ რეჟიმს განსაზღვრავს საქართველოს კანონმდებლობა. 4. წყლის სახელმწიფო მონიტორინგს ახორციელებს სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − გარემოს ეროვნული სააგენტო. |