Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 8
საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ article 52 ფასიანი ქაღალდების ბაზრის ზედამხედველობა. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია: ა) დაარეგულიროს ემიტენტების მიერ ფასიანი ქაღალდების გამოშვებისას და მათი მიმოქცევისას წარმოშობილი ურთიერთობები, აგრეთვე ფასიანი ქაღალდების ფლობასთან დაკავშირებული საკითხები „დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად; უზრუნველყოს ფასიანი ქაღალდების გამოშვებისა და მიმოქცევის სფეროში დარღვევების თავიდან აცილება, გამოვლენა და აღკვეთა; ბ) გასცეს და გააუქმოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირებადი მონაწილეების ლიცენზიები; გ) ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირებად მონაწილეებს დაუდგინოს მინიმალური კაპიტალის მოთხოვნები; დ) დაამტკიცოს ემისიის პროსპექტი; ე) განახორციელოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირებადი მონაწილეების საქმიანობის მონიტორინგი, შემოწმება, გამოკვლევა; |
საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ article 52 ე-1) ამ კანონის, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესების ან ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაძლო დარღვევის ან/და ინვესტორთა ინტერესებისთვის შესაძლო საფრთხის შექმნის შემთხვევაში, აგრეთვე შესაბამისი ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში სხვა ქვეყნის იმ ორგანოსგან მიღებული წერილობითი მიმართვის საფუძველზე, რომელსაც ეროვნული ბანკის ფუნქციების მსგავსი ფუნქციები აქვს, ნებისმიერი პირისგან თავის მიერ დადგენილი წესით მოითხოვოს და მიიღოს ახსნა-განმარტება წერილობითი ან/და ზეპირი ფორმით; ვ) თავის მიერ დადგენილი წესით შეამოწმოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის მონაწილის მიერ „ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით“ შეთანხმებით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულება; ზ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მიიღოს, შეცვალოს და გააუქმოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირებასთან დაკავშირებული წესები და ზედამხედველობა გაუწიოს მათ შესრულებას; |
საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ article 52 თ) ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირებად მონაწილეებს და სხვა პირებს დაუწესოს სანქციები, მათ შორის, ფულადი ჯარიმა. ფულადი ჯარიმის ოდენობა და დაკისრების წესი განისაზღვრება ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტით. ფულადი ჯარიმის თანხა მიიმართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში. |
საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ article 52 მუხლი 52-2. სესხის გამცემი სუბიექტის საქმიანობის ზედამხედველობა და ინფორმაციის კონფიდენციალურობა 1. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ზედამხედველობა გაუწიოს სესხის გამცემი სუბიექტის საქმიანობას. ზედამხედველობა ითვალისწინებს სესხის გამცემი სუბიექტის რეგისტრაციას და რეგისტრაციის გაუქმებას, შემოწმებასა და რეგულირებას, წერილობითი მითითებების გაცემას, მოთხოვნების, შეზღუდვებისა და სანქციების დაწესებას. 2. სესხის გამცემი სუბიექტი ვალდებულია რეგისტრაცია გაიაროს ეროვნულ ბანკში და დააკმაყოფილოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი მოთხოვნები. სესხის გამცემი სუბიექტის ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმების და რეგულირების წესები დგინდება ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით. 3. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ამ კანონისა და ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტების ან/და მოთხოვნების დარღვევისათვის სესხის გამცემ სუბიექტს დააკისროს სანქცია (მათ შორის, ფულადი ჯარიმა) თავის მიერ დადგენილი წესით. ფულადი ჯარიმის თანხა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში მიიმართება. 4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული რეგისტრაციის ვალდებულება არ ვრცელდება: ა) საფინანსო სექტორის წარმომადგენელზე; ბ) მეწარმე სუბიექტის მიერ სესხის საწარმოს პარტნიორზე/აქციონერზე ან/და თანამშრომელზე გაცემაზე. 5. სესხის გამცემი სუბიექტი (მეწარმე სუბიექტი) ვალდებულია დაიცვას უსაფრთხოებასთან და ფულადი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად მიღებული მოძრავი ნივთების აღრიცხვის სპეციალური ელექტრონული პროგრამის ქონასთან და წარმოებასთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დადგენილი მოთხოვნები. 6. სესხის გამცემი სუბიექტი ვალდებულია დაიცვას ინფორმაციის კონფიდენციალურობა. ინფორმაცია შეიძლება მიეცეს მხოლოდ საგადასახადო ორგანოს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული სასამართლო გადაწყვეტილებისა და „ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით“ შეთანხმების საფუძველზე. 7. სესხის გამცემ სუბიექტთან მსესხებლის შესახებ არსებული ინფორმაცია (ინფორმაცია ნებისმიერი გარიგების, განხორციელებული ოპერაციის, არსებული დავალიანების ან ნაშთის თაობაზე) შეიძლება მიეცეთ მხოლოდ შესაბამისი გარიგების მხარეებსა და მათ უფლებამოსილ წარმომადგენლებს, ეროვნულ ბანკს, ეროვნულ ბანკთან არსებულ დავების განმხილველ კომისიას, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს, ხოლო „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შემოწმების განხორციელებისას − პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს. სხვა პირებს მსესხებლის შესახებ ნებისმიერი ინფორმაცია მხოლოდ სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების ან მსესხებლის წინასწარი წერილობითი თანხმობის საფუძველზე მიეცემათ. 8. სასამართლო და საგამოძიებო ორგანოებსა და საგადასახადო სამსახურებს ეკრძალებათ სასამართლოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების გამოტანამდე ინფორმაციის გადაცემა სხვა ორგანოსთვის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ჩათვლით, აგრეთვე ამ ინფორმაციის საჯარო გამოყენება, გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, როდესაც ინფორმაცია გადაცემულია „ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით“ შეთანხმების საფუძველზე. |
საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ article 52 მუხლი 52-3. საპენსიო ფონდის ზედამხედველობა ეროვნული ბანკი უფლებამოსილია: ა) განახორციელოს საპენსიო ფონდის საქმიანობის რეგულირება „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად; ბ) შეითანხმოს საპენსიო ფონდის საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი, რისკის მართვის ჩარჩო და თავის მიერ დადგენილი წესით განსაზღვრული სხვა პოლიტიკის დოკუმენტები; პერიოდულად შეამოწმოს საპენსიო ფონდის პოლიტიკის დოკუმენტების თავის მიერ დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა; გ) თავისი საზედამხედველო საქმიანობის ფარგლებში საპენსიო ფონდს მისცეს სავალდებულო მითითებები; დ) შეაფასოს საპენსიო ფონდის კომიტეტების შესაბამისი წესდებები და საქმიანობა და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი კომიტეტებისთვის მინიმალური სტანდარტი და პროცედურა დაადგინოს; ე) საპენსიო ფონდის მმართველობით საბჭოს მოსთხოვოს კომიტეტების შექმნა; ვ) მნიშვნელოვანი დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში თანამდებობიდან გაათავისუფლოს საპენსიო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი; ზ) დაადგინოს საპენსიო ფონდის აღმასრულებელი დირექტორების შესაფერისობის კრიტერიუმები და შეითანხმოს საპენსიო ფონდის აღმასრულებელი დირექტორების დანიშვნა; თ) დაადგინოს იმ ფინანსური და არაფინანსური ინსტრუმენტების მინიმალური დასაშვები რეიტინგი ან დამატებითი მოთხოვნები იმ ფინანსური ინსტრუმენტების ემიტენტების მიმართ, რომლებშიც საპენსიო ფონდმა შეიძლება ინვესტიცია განახორციელოს; ი) საპენსიო ფონდის მიერ ჩადენილი მნიშვნელოვანი დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში მას მისცეს სავალდებულო მითითება და ამ დარღვევის აღმოსაფხვრელად გონივრული ვადა განუსაზღვროს; კ) განახორციელოს საპენსიო ფონდის სპეციალური ადმინისტრირების დროებითი რეჟიმი „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონისა და თავის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად; ლ) დაადგინოს დამატებითი მარეგულირებელი წესები სპეციალიზებული დეპოზიტარისთვის, რომელიც საპენსიო ფონდს უწევს მომსახურებას. ეს წესები შეიძლება ეხებოდეს სპეციალიზებული დეპოზიტარის კაპიტალს, პერსონალის გამოცდილებას, ტექნიკურ და პროგრამულ უზრუნველყოფას ან ნებისმიერ სხვა საკითხს, რომელსაც ეროვნული ბანკი საჭიროდ მიიჩნევს; მ) აღიაროს სხვა სახელმწიფოს მიერ ლიცენზირებული სპეციალიზებული დეპოზიტარი და აქტივების მმართველი კომპანია თავის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად; ნ) საპენსიო აქტივების სამართავად განახორციელოს ლიცენზირებული აქტივების მმართველი კომპანიის (კომპანიების) და სპეციალიზებული დეპოზიტარის (დეპოზიტარების) ავტორიზაცია თავის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად; ო) საქართველოში და საქართველოს ფარგლების გარეთ რეგისტრირებული/ლიცენზირებული აქტივების მმართველი კომპანიისთვის (კომპანიებისთვის) დაადგინოს დამატებითი მოთხოვნები; პ) ადგილზე შეამოწმოს საპენსიო ფონდი, სპეციალიზებული დეპოზიტარი და აქტივების მმართველი კომპანია (კომპანიები) „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად; ჟ) საპენსიო ფონდს წერილობით მიაწოდოს სპეციალიზებული დეპოზიტარის ფინანსური ან ორგანიზაციული მდგომარეობის გაუარესების ან შესაძლო გაუარესების შესახებ ინფორმაცია (მათ შორის, კონფიდენციალური ინფორმაცია); რ) განიხილოს და გამოსცეს საპენსიო ფონდის საქმიანობის რეგულირებასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; ს) შეასრულოს სპეციალიზებული დეპოზიტარის ფუნქციები „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად; ტ) საპენსიო ფონდს განუსაზღვროს და მის მიმართ გამოიყენოს შესაბამისი არაფულადი სანქციები თავის მიერ განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით; უ) განახორციელოს „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებები. საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3264 – ვებგვერდი, 06.08.2018წ. საქართველოს 2023 წლის 1 ნოემბრის ორგანული კანონი №3610 – ვებგვერდი, 20.11.2023წ. საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის ორგანული კანონი №4326 – ვებგვერდი, 12.07.2024წ. |
საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ article 52 მუხლი 52-1. საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს საქმიანობის ზედამხედველობა 1. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ზედამხედველობა გაუწიოს საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს საქმიანობას. ზედამხედველობა ითვალისწინებს ფინანსური სტაბილურობის, მომხმარებელთა უფლებების დაცვის, ინფორმაციის დაცულობის/უსაფრთხოების და საქმიანობის უწყვეტობის მიზნებისათვის საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს შემოწმებასა და რეგულირებას, წერილობითი მითითებების გაცემას, მოთხოვნების (მათ შორის, ფინანსური და საოპერაციო მოთხოვნების), შეზღუდვების (მათ შორის, მომსახურების საფასურის) და სანქციების დაწესებას და ამ მიზნით შესაბამისი სამართლებრივი აქტების გამოცემას. 2. მეწარმე სუბიექტი, რომელიც აპირებს განახორციელოს საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს საქმიანობა, ვალდებულია რეგისტრაცია გაიაროს ეროვნულ ბანკში და დააკმაყოფილოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი მოთხოვნები. საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმების და რეგულირების წესები დგინდება ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით. 3. სესხის გამცემი ორგანიზაცია ვალდებულია საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს მიაწოდოს სესხის/კრედიტის შესახებ ინფორმაცია ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. 4. ეროვნული ბანკი ადგენს საქართველოს ტერიტორიაზე ინფორმაციის საკრედიტო საინფორმაციო ბიუროსთვის მიწოდების, საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს ბაზაში აღრიცხვის და ხელმისაწვდომობის წესებს. 5. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია საკრედიტო საინფორმაციო ბიუროსთვის ინფორმაციის მიწოდებასთან დაკავშირებით ამ კანონით ან/და ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევისათვის ამ კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სუბიექტს თავის მიერ დადგენილი წესით დააკისროს ფულადი ჯარიმა. |
საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ article 52 მუხლი 52-4. საინვესტიციო ფონდისა და აქტივების მმართველი კომპანიის ზედამხედველობა ეროვნული ბანკი უფლებამოსილია: ა) ზედამხედველობა გაუწიოს საინვესტიციო ფონდის საქმიანობას, განახორციელოს საქართველოში დაფუძნებული საინვესტიციო ფონდის ავტორიზაცია ან რეგისტრაცია, აღიაროს უცხოური საინვესტიციო ფონდი, აგრეთვე საინვესტიციო ფონდს გაუუქმოს ავტორიზაცია, რეგისტრაცია ან აღიარება. ზედამხედველობა აგრეთვე ითვალისწინებს საინვესტიციო ფონდის შემოწმებასა და რეგულირებას, მისთვის წერილობითი მითითებების გაცემას, დამატებითი მოთხოვნების, შეზღუდვებისა და სანქციების დაწესებას; ბ) ზედამხედველობა გაუწიოს აქტივების მმართველი კომპანიის საქმიანობას, განახორციელოს საქართველოში დაფუძნებული აქტივების მმართველი კომპანიის ლიცენზირება ან რეგისტრაცია, აღიაროს უცხოური აქტივების მმართველი კომპანია, აგრეთვე აქტივების მმართველ კომპანიას ჩამოართვას ლიცენზია, გაუუქმოს რეგისტრაცია ან აღიარება. ზედამხედველობა აგრეთვე ითვალისწინებს აქტივების მმართველი კომპანიის შემოწმებასა და რეგულირებას, მისთვის წერილობითი მითითებების გაცემას, დამატებითი მოთხოვნების, შეზღუდვებისა და სანქციების დაწესებას; გ) დაარეგულიროს საინვესტიციო ფონდის მიერ ერთეულების გამოშვებისას და მიმოქცევისას წარმოშობილი ურთიერთობები, უზრუნველყოს აღნიშნული ერთეულების გამოშვებისა და მიმოქცევის სფეროში დარღვევების გამოვლენა, თავიდან აცილება და აღკვეთა; დ) დაადგინოს დამატებითი მარეგულირებელი წესები სპეციალიზებული დეპოზიტარისთვის, რომელიც მომსახურებას უწევს საინვესტიციო ფონდს ან აქტივების მმართველ კომპანიას. ეს წესები შეიძლება ეხებოდეს სპეციალიზებული დეპოზიტარის კაპიტალს, პერსონალის გამოცდილებას, ტექნიკურ ან პროგრამულ უზრუნველყოფას და სხვა საკითხებს; ე) დაადგინოს, შეცვალოს და გააუქმოს საინვესტიციო ფონდისა და აქტივების მმართველი კომპანიის რეგულირებასთან დაკავშირებული წესები და ზედამხედველობა გაუწიოს მათ შესრულებას; ვ) დაადგინოს საინვესტიციო ფონდისა და აქტივების მმართველი კომპანიის ლიკვიდაციისა და დროებითი ადმინისტრატორის დანიშვნის და მის მიერ უფლებამოსილებების განხორციელების წესები; ზ) საინვესტიციო ფონდს, აქტივების მმართველ კომპანიას, სპეციალიზებულ დეპოზიტარს და სხვა პირებს დააკისროს ფულადი ჯარიმა. ფულადი ჯარიმის ოდენობა და დაკისრების წესი განისაზღვრება ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტით. ფულადი ჯარიმის თანხა მიიმართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში; თ) განახორციელოს „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები. |
საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ article 52 მუხლი 52-5. ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის ზედამხედველობა 1. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ზედამხედველობა გაუწიოს ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის საქმიანობას. ზედამხედველობა ითვალისწინებს ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციას და რეგისტრაციის გაუქმებას, ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის ადმინისტრატორთა შესაფერისობის კრიტერიუმების დადგენას, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით შემოწმებასა და რეგულირებას, ვირტუალური აქტივის გადაცემისას თანმხლები ინფორმაციის განსაზღვრას, წერილობითი მითითებების გაცემას, დამატებითი მოთხოვნების, შეზღუდვებისა და სანქციების დაწესებას. 2. ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია რეგისტრაცია გაიაროს ეროვნულ ბანკში და დააკმაყოფილოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი მოთხოვნები. ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესები დგინდება ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტით. 3. დაუშვებელია ვირტუალური აქტივის მომსახურების იმ პირის მიერ განხორციელება, რომელიც არ არის ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებული ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერი ან საფინანსო სექტორის წარმომადგენელი, რომელსაც საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობით მინიჭებული აქვს ვირტუალური აქტივის მომსახურების განხორციელების უფლებამოსილება. 4. ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერს ეკრძალება ვირტუალური აქტივის მომსახურების, ამ მომსახურების გაწევისთვის აუცილებელი დამხმარე საქმიანობისა და საკუთარი ვირტუალური აქტივის გადაცვლის გარდა სხვა საქმიანობის განხორციელება. 5. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერს და საფინანსო სექტორის წარმომადგენელს, რომელსაც საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობით მინიჭებული აქვს ვირტუალური აქტივის მომსახურების განხორციელების უფლებამოსილება, შეუწყვიტოს ან შეუზღუდოს გარკვეული ტიპის საქმიანობის/ოპერაციების განხორციელება (მათ შორის, ვირტუალური აქტივების სახეების მიხედვით), აგრეთვე, სხვა ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერთან საქმიანი ურთიერთობა, რომლებიც ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსებასთან დაკავშირებულ მომეტებულ რისკებს ან/და საერთაშორისო ფინანსური სანქციების გვერდის ავლის რისკს წარმოშობს, აფერხებს განხორციელებული ტრანზაქციების მიკვლევადობას ან/და ზედამხედველობის განხორციელებას. 6. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ამ კანონისა და ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტების დარღვევისთვის ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერს და პროვაიდერის ადმინისტრატორს დააკისროს სანქცია (მათ შორის, ფულადი ჯარიმა) თავის მიერ დადგენილი წესით. ფულადი ჯარიმის თანხა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში მიიმართება. |